ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * სინანული ამის მერე ექსკლიუზივი

სინანული ამის მერე -
გაჩნდა გულში მთისხელა:
ვინც ვერასდროს გავიხსენე,
ისევ იმან გამიხსენა...
ფერმკრთალი მზე ვიკმარე,
დარდი მექცა გრიგალად.
ვინც ვერასდროს შევიყვარე,
ისევ მან შემიყვარა...
ნასესხები გავა ხვალე,
ზოგჯერ ვფიქრობ ამგვარად.
ვინც ვერასდროს გავახარე,
ისევ მან გამახარა...
ყველაფერიც რომ ვიღონე,
წლები მაინც მიგორავს.
ვინც ვერასდროს მოვიგონე,
ისევ მან მომიგონა...

??????