ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * უკვე ტკივილი გახდა იმხელა ექსკლიუზივი

უკვე ტკივილი გახდა იმხელა,
ვამბობ სამდურავს სოფლის.
აღარ მამშვიდებს ლექსი, სიმღერა,
აღარც ნერვები მყოფნის.
თურმე საწუთრო ბეწვის ხიდია,
როგორ იცხოვრებ ტკბილად...
ახლა გარშემო მხოლოდ ბინდია,
აღარ თენდება დილა.
ჩარჩენილია გული ნაღველში,
მალე ჩამოწვა ნისლი.
სისხლიც თანდათან შრება ძარღვებში,
ერთდროს მღელვარე სისხლი.
აღარ მამშვიდებს ლექსი, სიმღერა,
აღარც ნერვები მყოფნის.
უკვე ტკივილი გახდა იმხელა,
ვამბობ სამდურავს სოფლის.

??????