ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * სურვილი გაქრა ზეცაში ქროლის ექსკლიუზივი

სურვილი გაქრა ზეცაში ქროლის,
კაციც არავინ დარჩა გამგები...
გვიან გავიგე: სასახლე ბროლის
თურმე ქვიშაზე მქონდა ნაგები.
ბევრჯერ მომექცა ცხოვრება მკაცრად,
ვინღა მომაფენს სიტყვას სალბუნად.
ბედმა ცისფერი ლაჟვარდის ნაცვლად,
სისხლით მორწყული მიწა მარგუნა...

მისასვლელი ხვალ მექნება სადღა,
თითქმის ყველგან მომიხურეს კარი.
გარეთ ქარი რახანია ჩადგა,
გულში ისევ დათარეშობს ქარი.
დრო ყველაფრის მკურნალია ვითომ?!
საშველს მაინც ვერაფერში ვხედავ.
წამების გზა ავირჩიე თვითონ,
ვიღაზე ვარ გულნატკენი ნეტავ...

??????