ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * უკვე ამინდიც აღარ ამინდობს ექსკლიუზივი

უკვე ამინდიც აღარ ამინდობს,
ცრემლით იხსენებ მზიან ამინდებს...
ფიქრობ: მომხდური როგორ დამინდობს,
შინაურებმაც რომ ვერ დამინდეს?!
მაინც ყველაფერს იწყებ თავიდან,
შენისლულია თუმცა მთა-კორდი...
ამბობ: არაერთ ტანჯვას ავიტან,
კაცი, ბედისგან ნაგმევ- ნაკორტნი!!!

??????