Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * შენი ყოფნა - უსშველო ფიქრია ექსკლიუზივი

შენი ყოფნა - უსაშველო ფიქრია,
გულში სევდა-ვარამია მძიმე.
ამბობ: სიკვდილს არაფერი მიკლია...
ახლა ტყვიას დაგამადლის ვინმე?!
ლურჯი ზეცა უკვე სისხლისფერია,
დღე განკითხვის მომდგარია კარზე.
მოღალატის ღალატს ჯვარი სწერია,
შეიძლება... ძმამ გაგაკრას ჯვარზე.
* * * როდის ყოფილა შენთვის
როდის ყოფილა შენთვის,
ვინმეს ნუგეში ეთქვას...
თუნდაც იყავი ღმერთი,
ვინ გაღიარებს ღმერთად.
ჯვარცმა, გოლგოთა, დენთი,
ჟამი - შეცვლილი მკვეთრად...
თნდაც იყავი ღმერთი,
ვინ გაღიარებს ღმერთად.
ტკივილს ტკივილი ერთვის,
ღამე ათენებს თეთრად...
თუნდაც იყავი ღმერთი,
ვინ გაღიარებს ღმერთად.
როდის ყოფილა შენთვის,
ვინმეს ნუგეში ეთქვას...
თუნდაც იყავი ღმერთი,
ვინ გაღიარებს ღმერთად.

??????