* * * აღარც კაცური შემომრჩა კაცი ექსკლიუზივი
ბედის ვარსკვლავიც აღარ ციმციმებს...
თქვენმა სიმკაცრემ გამხადა მკაცრი,
ცივი გამხადა თქვენმა სიცივემ!
ცაზე მეცხრეზეც შემეძლო ფრენა,
ახლა დაწყევლილ იღბალს ვუჩივი...
თქვენი წყალობით დავკარგე რწმენა,
თქვენი წყალობით გავხდი გულცივი!
რამხელა ჭირთა ვყოფილვარ მთმენი,
როგორ მომიკვდა გული ცალობით...
ვეღარ ვიგემე წყალობა თქვენი,
დედა მეტირა თქვენი წყალობით!