* * * ვგრძნობ იარა მოშუშდება ხხვალე ვერ ექსკლიუზივი
მეც მომწყინდა, მოსაწყენად რომ წვიმს...
ღვინოს ძმები ჩემს ქელეხში დალევენ,
რადგან ქვეყნად ვერ ვეღირსე ქორწილს!
რაც დრო გადის, უიღბლობა დამჩემდა:
ცხოვრებაში დღე ვერ ვნახე ტკბილი...
უბატონოდ ბედი ხმას ვერ გამცემდა,
ერთი მაინც რომ მყოლოდა შვილი!