ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * გული ეჭვით მზირალია ექსკლიუზივი

გული ეჭვით მზირალია:
ბარიერთან ვინ დგება...
როცა ყველა მტირალია,
მეც ტირილი მინდება!
მოელვარე მზე ჩაქრება,
ვრჩები ჯვარზე გაკრული...
მამული რომ მეჩაგრება,
ვარ თავადაც ჩაგრული!
მეკითხები: დამღალა ვინ,
ვინ ოხერმა გამწირა...
აღარ შემრჩა აღარავინ,
აღბალია ქარ-წვიმა!
აღმა-დაღმა ბორიალი,
თვალში ცრემლთა თქორია...
ყველაფერი შორი არი,
გზაც ტაძრამდე-შორია!

??????