თავისუფლება
"გათავისუფლდი საკუთარი ვნებებისაგან"... ძალიან მაგარია. რა უნდა უპასუხო? უნდა გაჩუმდე და თავი ჩაღუნო. თორემ: "ნახე, რა ცუდი ბიჭია”; "ვერ ეზიარა მთვარ ჭეშმარიტებას"; "ადამიანი, რომელიც თავისუფალი არ არის"; "ეშმაკი ხომ ჩვენი ვნებებით"; "სამუდამოდ სულით-ხორციან დასაღუპად".
ვაახ! რა არის თავისუფლება?
"მარშოი" ჩეჩნურად, ძველი ვაინახური მისალმება "მარშოიღულ" - "მოხველ თავისუფალი"... რისგან ან ვისგან თავისუფალი? რუსისგან? საკუთაAრი თავისგან? საკუთარი თავისგან თავისუფალი ჩეჩენი როგორია, ცარიელი ფაფახი? კარგი? და ქართველი?.. და იგრე ადამიანი?
კითხვის ნიშნებს გაჰხედე...
ბჯო, და ადამიანს თუ ვნებებს გამოარიდებ, გაათავისუფლებ ანუ, რა დარჩება?..
კარგი ადამიანი? ცარიელი, კარგი და ადვილი?
არ შაიგინება, არ იჩხუბებს, არ გაიტანჯება, არ წააგებს, არ წაიქცევა, კისერს არ წაიმტვრევს?..
იქნება და იქნება?
არა, უნდა გავთავისუფლდე საკუთარი ვნებებისაგან, თორემ მოცვივდებიან და ყოველ კითხვაზე პასუხს გამცემენ... იქნება ერთი ამბავი.
მეც რა გავახურე? გავთავისუფლდები...
და ვიქნები და ვიქნები.
მარშოიღულ!!!
ფაფახი ზემო თაროზე შემოდეთ...