ქურხული ბექა
გაზიარება

* * * ამასობაში დაღამდა 

ამასობაში დაღამდა.
ისევ დაღამდა.
ეს არ არის ჩემი ღამე. ამაღამ სახლში ვრჩები.
ჩემმა ღამეებმა გადაიარეს, მაგრამ თავს არ მანებებენ. ყოველი მათგანი მეძებს, მევალესავით მოულოდნელად მადგება თავზე და სიბნელეში გაყოლას მთხოვს. დაუნდობლად მახსენებენ საკუთარ ფეხის ხმას, დატოვებულ სიგარეტს და სიბნელეში მაიაკივით მაღლა აღმართულ ანთებულ ასანთის ღერს.
ვერ მტოვებენ, ვერ მანებებენ თავს. სახლში შემომყვნენ ჩემი ქუჩაში დატოვებული ღამეები. ჩემთან რჩებიან, ჩემთან ერთად უჭირთ ერთ ადგილას მშვიდად ყოფნა.
მექაჩებიან იქით, საიდანაც მოვედით, სადაც ვაკლივართ, სადაც გველიან ღიად დარჩენილი ფანჯრები, სადაც ჩვენი საქმეები გვაქვს, ჩვენი უაზრო და უმიზნო, მხოლოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფრენები...
ამაღამ ფრენა არა გვაქვს. ვერ შევაყენებთ დროს, სხვის მანქანას, ვერ წავალთ ჩვენების საძებრად და ვერ ვიპოვით სხვებს...
ჩემი კარი დახურულია, ოღონდ არ იკეტება.
რა უნდა, რო?! გამოვაღო?

??????