ქურხული ბექა
გაზიარება

ციცის 

აწვიმთ მიწაში ჩაფლულ ჩემს ბებიებს, მამაჩემს.
ვტოვებ ნაფეხურებს ატალახებულ მიწაზე.
მე და დედაჩემიღა დავრჩით, როგორც ციხიდან გაქცეული და მაჯებზე დადებული ხელბორკილებით გადაბმული ორი პატიმარი.
ორივეს გვტკივა მაჯები.
მივდივართ ერთად.
უკვე თავშეფარებულები გვიცდიან ჩვენები. გვიყურებენ და მოგვძახიან წაფორხილებულებს:
"ფრთხილად, ფრთხილად!"
ძნელია ჩემთან...

??????