* * * სიხარული არსებობს
Но не могу представить раиских гурий"...
Тимур Мицураев
სიხარული არსებობს შორეულ ოცნებებში და მირაჟებში. მინავლულ სიხარულზე არ ვამბობ, აქვე შენს თვალწინ მორიალე ქალივით უცებ მოვარდნილ სიხარულს ვგულისხმობ. ოღონდ ჩემთვის და ჩემი თაობისთვის ამ სიხარულს შავი თალხი აქვს გადაფარებული. ვეღარ ვამჩნევთ, ვეღარ ვგრძნობთ, ვეღარ აღვიქვამთ.
არადა ზუსტად ვიცით, რომ არსებობს - ყოველდღე ვხვდებით და ვხედავთ.
ზუსტად ილანდება, ნათლად ჩანს იმ თალხის ქვეშ.
აღარ კი ღირს იმ თალხის გადახდა.
აღარა ვართ და იმიტომ.
ჩვენ ამ თალხს ამოფარებულ სიხარულზე გადავლაღა შეგვიძლია.
გადავლა, ჰო... მეტი არაფერი.