ჭავჭავაძე ალექსანდრე
გაზიარება

*ბიოგრაფია (ჭ.ა) 

ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1786 წელს, პეტერბურგში. ცხრა წლის ალექსანდრე პეტერბურგის ერთ-ერთ ყველზე ცნობილ სასწავლებელში – ბამანის პანსიონში მიაბარეს, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1804 წ. 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ჭაბუკი პოეტი ფარნაოზ ატონიშვილთან გაიქცა და მთიელ აჯანყებულებს შეუერთდა.1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა. 1809 წელს ლეიბგვარდიის ჰუსართა პოლკში გაამწესეს, მონაწილეობას ღებულობს დიდ სამხედრო ოპერაციებში. 1811 წელს – სპარსელთა წინააღმდეგ მიემგზავრება ერევანში; იმავე წელს იგი პორუჩიკი გახდა. 1811 წ. გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტად დაინიშნა. ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. მის სახლში გამუდმებით იკრიბებოდნენ ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეეები, იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, დისკუსიები საზოგადოებრივ საკითხებზე, შეკრებილნი კითხულობდნენ ახალ ნაწარმოებებს. იონა მეუნარგიას გადმოცემით, ქართული მუდმივი თეატრის შექმნის იდეა ალექსანდრეს ოჯახში ჩასახულა.ალექსანდრე ჭავჭავაძე სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. 1846 წლის 6 ნოემბერს პოეტი ვორონცოვის დაბადებისადმი მიძღვნილ ნადიმზე იყო მიწვეული. დღის პირველ საათზე სახლიდან ახალი გამოსული, საპარადოდ გამოწყობილი ალ. ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა ვორონცოვთან. გზად მიმავალს, ახლანდელი ალ. ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, ეტლში შებმული ცხენი დაუფრთხო ბინიდან გადმოღვრილმა წყალმა. პოეტი შეეცადა მეეტლეს მიშველებოდა. ალექსანდრე წამოდგა, უნდოდა აღვირს სწვდომოდა, მაგრამ შინელის კალთა ბორბალმა ჩაიხვია, ეტლიდან გადმოვარდა და თავით ფილაქანზე დაეცა. გონწასული პოეტი მეორე დღეს, დილის ცხრა საათზე გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მესამე დღეს მთელმა თბილისმა გააცილა პოეტის ნეშტი კახეთში. დაკრძალეს შუამთის მონასტერში – საგვარეულო აკლდამაში, სადაც დამარხულია დედამისიც. მის საფლავზე ძევს ქვა, რომელსაც აწერია: „მარად უვიწყოსა სიმამრისა სამარესა დავსდე ფიქალი ესე მთავარმა დავით დადიანმან“. საფლავის გასწვრივ კედელში მოთავსებული მარმარილოს ფიქალის წარწერა მთავრდება ფსალმუნის სიტყვებით: “მწუხრსა განუსვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან”.

??????