Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

შამუგია პაატა
გაზიარება

პროტესტის სტრუქტურა 

შეინახე ის, რაც არ გაქვს
და არასოდეს გექნება.
მოუფრთხილდი მას, რაც არ გაქვს
და არასოდეს გექნება.

მოუფრთხილდი შვილივით და ღვიძლი შვილივით (და),
ვინაიდან არასოდეს და (ღმერთო!) არასოდეს გექნება და

შეიყვარე მკვდრები,
ისინი არასოდეს მიგატოვებენ,
არ მოგკლავენ და არ ჩაგცემენ გულში ლახვარს,
მათ არ მობეზრდებათ შენი ნახვა,
არ მოგკლავენ და არ შეშურდებათ შენი,
ისინი ხომ ჩვენი მკვდრები არიან.

შეიყვარე ღმერთი,
არც ის მიგატოვებს არასოდეს,
ვინაიდან ის ხომ თითქმის არ არსებობს.

და ცა...
ცა შეიყვარე, არ მიგატოვებს.
და ცა...
ის ისევ იქ იქნება,სადაც არის,
რათა ძაღლის ყმუილის ნოსტალგია ხშირად შევიგრძნოთ.
და ცა...
როგორც სიმშვიდისა და სიკვდილის ბუტაფორია.
და ცა...
რათა გვძულდეს და გვეშინოდეს.
და ცა...
და ამინ და...
ჩუმად!

??????