შამუგია პაატა
გაზიარება

პრო-ტესკი 

ძილისა თუ სიცხადისა თუ სიკვდილის ჟამს,
დასცინე სიკვდილს!
ჭამისა თუ ცოხნისა თუ მონელების ჟამს,
დასცინე სიკვდილს!
იფიქრე ღამეზე და ათას რომანტიკულ რამეზე და
დასცინე სიკვდილს!
საკუთარ კალთაში დაეშვი და მერე საკუთარი თავი შვი და
დასცინე სიკვდილს!
სამოთხის კარი გაიღო და ღმერთმა მოწყალება გაიღო და
დასცინე სიკვდილს!
ჯოჯოხეთის ბჭეც გაიღო და ეშმამ მოწყალება გაიღო და
დასცინე სიკვდილს!
ნიცშე ხომ გენიალურია და ნიცშე უფრო გენიალურია და
დასცინე სიკვდილს!
საკუთარ სხეულზე ამხედრდი და მოუსავლეთში წახვედი და
შეხედე, გმირებიც წახვეტილან და
დასცინე სიკვდილს!
“ჯვარს ეცვი,თუ გინდა,საშველი
არ არის,არ არის, არ არის” და
დასცინე სიკვდილს!
ორს პლუს ორი ყოველთვის ოთხია და
ათს მინუს ექვსიც ოთხია და
სამს პლუს ერთიც ოთხია და
დასცინე სიკვდილს!
ადამიანი ძაღლის მეგობარია და
დასცინე სიკვდილს!
პრეზიდენტი ადამიანის მეგობარია და
დასცინე სიკვდილს!

გავფრინდეთ, ჩვენს სხეულს გავასწროთ და
ჩვენს შიშველ სხეულებს გავასწროთ და
აწი, აღარ მოვკვდეთ არასდროს და
მოდი,აღარ მოვკვდეთ არასდროს და
დავცინოთ სიკვდილს!!!

??????