ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

ლტოლვილი ფიქრი 

ტვირთი ჰუმანიტარების! -
წყარო ველურ ნეტარების!
ახლა რა გამოგვიგზავნეს! -
შიგ აწყვია, ნეტა, რეები!

წუთისოფლის სტუმრები
წუთისოფლის სტუმრებს
ლუკმაპურით გაძეძგილს
გვიგზავნიან ტომრებს!

- ვენაცვალე ჩემს სალის -
სულ არა მყავს ხარბი! -
ზეთისხილსაც, ძეხვებსაც -
ურჩევნია ბარბი!

??????