* * * საქმე ისე მიდის
შენსა და შენს ცოლს შუა რომ მუტრუკი წევს, ეს კულტურის უმაღლესი სკალა არ უნდა გეგონოს. მორალზე უარის თქმამ შვა ყოველგვარი ფაშიზმი. თუ ასე გაგრძელდა, ხვალ-ზეგ ისევ შეიკერება ხელჩანთები ადამიანის ტყავისაგან. მერე კი კაცობრიობას ისევ მოუხდება უზარმაზარი სისხლის გაღება ამ ბოროტების ამოსაძირკვავად.
არადა, ერთი შეხედვით თითქო არაფერი მომხდარა განსაკუთრებული - ადიულტერი გრუპენსექსად გარდაიქმნა...
მორალი - აი, საუკუნის უმთავრესი პრობლემა (ჩემი აზრით, ცხადია)!