Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ჭელიძე თორნიკე
გაზიარება

ჭრელი გველი 

სიცოცხლე მშვიდი მდინარეა,
გასდევს მოედანს,
ჩემი თვალები ამ მდინარის მშრალი ქვებია
და ისე გგრძნობენ,
მზერას ძველი ხავსი მოედო
და შენ გარეშე
სხვა კადრები ისე ქრებიან,
დილით ნანახი სიზმარივით.
მოჩანს (მიწამე),
ხიდის ორ მხარეს, ნაივურად ნახატი შარა...
მე როლს ვთამაშობ ჩემი თავის,
ვგავარ მიწაყრილს,
ვასრულებ ყოფნას სულს და შეცვლილ სხეულებს შორის,
ჭრელი გველივით...
დასავლეთში, თითქოს კანზასში
ხეზე დავკიდე, ტყავის ქამრით, მთელი ცხოვრება
და მზემ, ძვლებამდე, გაცრეცილი კანი გააშრო.
ცაში ღრუბლები გადადიან მკვდარი ცხვრებივით.
ვმდუმარებ შენზე...
წვიმებია, ქარმა წამიღო,
ვფანტავ ჩემს თვალებს მდინარეში, სადაფებივით,
დგას მარტოობა - უშენობის ბოლო პარმაღი,
მოდი, მზის შუქზე ამიტანე სარდაფებიდან.

??????