მესხი რობერტ
გაზიარება

ლუბას ვერანდა ექსკლიუზივი

გახსოვს მთაწმინდა, ყვავილები, ლუბას ვერანდა,
მთვარე _ ღრუბლებში ჩამალული თეთრი დაირა,
მე რომ სურვილი შემცივნებულ ღამეს ვერ ვანდე
ვერანაირად...
დავთვერი მერე, რომ წახვედი მობოდიშებით,
არ მსურდა შენზე მეფიქრა და ლექსი მერანდა;
გახსოვს გულღია პოეტები - თითქმის გიჟები...
ლუბას ვერანდა...

??????