მეშველიანი სოსო
გაზიარება

(ზაფხილის ღამე მშობლიურ სახლთან) ექსკლიუზივი

ამ კარს მიღმაა ჩემი ძველი ოთახი, ლუქსი.
ამ აივნიდან, ვარსკვლავებსაც ვეთამაშები
ახლა რომ ვხედავ, ფანჯრის ყვითელ გამონაშუქზე
ვაშლის ბნელ ტოტებს როგორ უჩანთ მწვანე ვაშლები.
ისევ მაღვივებს, ისევ მავსებს მიწა ალერსით...
(როგორც ყოველთვის, წისქვილებთან ძაღლი აყეფდა)
ასე მგონია, რომ მესმოდა, ისე არ მესმის,
თუ რას ჩურჩულებს კომშის ხეზე ქარი ბარტყებთან.
შევეშვი ქალაქს, ამ სიზმრებში ჩაყოლილ კოშმარს.
აი, სიცოცხლე რასაც ჰქვია, ახლა იწყება!
აქ არც ელექტროენერგიის სიუხვე მკუმშავს,
შორიდან სოფლის არსებობას თუ შემახსენებს
ამ ბნელ კაკლებში გაფანტული ყვითელ წინწკლებად.
და ახლა ჩემს წინ გასუსული სოფელი რომ თვლემს,
სიმშვიდის ფშვინვა, სიზმრის სარკმელს მიორთქლავს თითქოს.
მძინარე ჩიტის სუნთქვა არხევს ალუბლის ფოთლებს
და იკრავს ფიქრებს წებოვანი ჰაერის სიტკბო.

??????