მეშველიანი სოსო
გაზიარება

ბავშვობის მოგონება, ანუ, ელფების საღამო ექსკლიუზივი

რად არ მშვიდდებიან კაჭკაჭები?
კვლავ ბნელ ჩირგვებში რომ ფათურობენ.
ეს რა უცნაურად კაშკაშებენ,
იმ ძველ წისქვილებთან ნათურები.
ფიქრი იზრდება და შენც იზრდები,
სხვა _ გზა მოჭრილი გაქვს, აქ დარჩები!
იქნებ მინდვრის პეპლებს ესიზმრებათ,
ეს ღამის, პეპლები-ალ-ქაჯები.
მთვარე, ძველდება და იცვითება,
ვითომდა, ამდენი ნათარეში.
იქნებ, მართლა ზეცა ეწვეთებათ
ამ ლურჯ მდინარეებს სათავეში.
ისევ, დავისერე მოგონებით,
ფიქრი დაემსგავსა სამართებელს,
ვხედავ, ყვითელწინწკლა სოკოები,
ნეშომპალებიდან ანათებენ.
თითქოს სიზმრებიდან ვიჭვრიტები,
მთვარე მეჩვენება, აქ სხვა ფორმის.
სადაც, მელოდიებს ჭრიჭინების
ახლავს, ჟღერადობა საქსაფონის.
რა ვქნა? კვლავ ხსოვნაში ვიძირები,
ისე, რომ ვერ მივხვდი, რას ვეძებდი.
ციცინათელებად ციმციმებენ.
ფიქრში, სიყმაწვილის ნამცეცები.

??????