მეშველიანი სოსო
გაზიარება

სოფლად ექსკლიუზივი

კვლავ ბრმავდებიან მწუხრზე ჩიტები,
მსხლის ყვავილები აცვივა ღობეს,
კლავიშებზე რომ კენკავ თითებით
რახმანინოვის დამარცვლულ გრძნობებს.
ჩუმად!... ნურაფერს ნუ მთხოვ დღეიდან,
_ საკმარისია? _ ამ ერთხელ თუ ვთქვი.
გაჭედილია ჩემი ფლეიტა,
დახარბებული მაისის სუნთქვით.
ჩუმად!... საცაა ამოვა მთვარე,
მწვანე ტყეები გრძნეულად დუმან,
საცაა ბინდი ამიხვევს თვალებს,
ჩუმად! ჩუმად.

??????