კაციტაძე გელა
გაზიარება

*** "მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალები" ექსკლიუზივი

მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალები
იასამანის საღამო ეცვა
ზღვაში შეჭრილი ფერისცვალების
სევდანარევი ფრთა შეეკეცა
და ტალღის შრიალს შრიშინი ფანქრის
აჰყვა კვალდაკვალ შალა სიშორე
ვიყავი ყველგან სად ქარი დაჰქრის
და სხვა სამშობლო ვერსად ვიშოვე
ჩემში ქართული რეკენ ზარები
მიჩანჩქერებენ მთები ბარძიმებს
მგზავრის სიმღერად დავიარები
შარად შორს შარის შური მამძიმებს
და იყო ასე ზღვა რეცხდა ქვიშას
ვეგუებოდი მეც ჩემს განაჩენს
რაჭაში მინდა სხვა არა მიშავს
დაღლილ ტალღებად ვიტყვი დანარჩენს
ნაპირზე დავრჩი ნაფეხურებად
ცივი ცრემლები სცვივათ წამწამებს
მე მიწა წიგნად დამეხურებადა პოეტობას ბედი დამწამებს
მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალები
იასამანის საღამო ეცვა
და თითქოს
სხივთა ფერისცვალების
სევდანარევი ფრთა შეეკეცა.

??????