უძილაური ელგუჯა
გაზიარება

ციხეგორს წავედ ვეღარა ექსკლიუზივი

აის ქალშავა რა იქნა,
ვის ჭერხოს ამეეფარა,
ციხეგორისკე მიმავალს
გზაზე რო გადამეყარა? -
მე იმ დღეს კოპალას ჯვართან
მთვრალი ვანთებდი სანთელსა,
არ მახსოვს, ხატსა ვლოცავდი,
თუ იმის თვალთა ნათელსა!
ვახ დედას, წუთისოფელო,
ციხეგორს წავედ ვეღარა,
იქნებ, კიდევა ვნახავდი,
იმასთან ყოფნით მეხარა.

??????