* * * შეცურდა ნისლებში კალთები მწვვერვალთა ექსკლიუზივი
შეცურდა ნისლებში კალთები მწვერვალთა,
გვიმრებმა ფოთლები მოწყენით დახარეს.
- იწვიმებს?
- ჰო, ალბათ, ცა ცრემლებს მაიდენს,
ამ დღეებს ავდრიანს უშენოდ რა გალევს?!
- იწვიმებს?
- მერე რა! თუ ზეცა ატირდა,
ეს გულიც მწუხარებს, რამდენი ხანია,
რაც მსურდა, ვინც მწადდა, გაქრა და წავიდა,
ომ დღეთა სიშორე ვერ ამიტანია.