მინდა, მათრობდეს მუდამა ექსკლიუზივი
გადმოვიარე ქედები,
სალი კლდეები, ფრიალო.
ნეტავი, უსასრულო გქნა,
წუთისოფელო, ტიალო.
მინდა, თავნება ნისლივით
მთასა და ბარში ვიარო.
სიამე უკვდავებისა
მეც მინდა გავიზიარო.
თორე მოკლეა სიცოცხლე,
როგორც სიზმარი ღამისა,
იქცევა მოგონებადა
ლაღ სიცოცხლე კაცისა.
მინდა, მათრობდეს მუდამა
ცქერა ლამაზი ქალისა,
მაყრული წეროების და
მთებში ქუხილი ზავისა.