უძილაური ელგუჯა
გაზიარება

* * * ილტოს ნაპირი, ჩრდილი წნორების ექსკლიუზივი

ილტოს ნაპირი, ჩრდილი წნორების,
ყვავილთა შიბით მორთვა ჭალების,
ჰქსოვდა რიჟრაჟი ჯადოსნურ სირმით
წუთებს, მზის სხივთა შემობრძანების.

მე აქ მზე მწვავდა და მთების ნიავს
ბავშვური ფიქრი მიჰქონდა ცაში,
და მეც მივქორდი მწვერვალთა მხრებზე
ლურჯი ოცნების ფეხმარდი რაშით

??????