უძილაური ელგუჯა
გაზიარება

მთვრალი რითმები ექსკლიუზივი

არ ვიცი საით, რა გზით ვიარე,
ჭაღარა ლაჟვარდს როგორ მივჯარდი,
ღვინოში ვკლავდი გულის იარებს,
სოფლის სიავეს ასე ასე ვიტანდი.
ვაჟის ნაჟურო, ჭირიმე შენი,
გული საფიქრალს შენით გაექცა,
ცნობაშეშლილი არსება ჩემი
უფლის სიგიჟეც მთვრალი გონების,
ეშმაკის გზაზე ბევრჯელ ვიარე,
რარაც წამიერ უდარდელობის
ვცან სიდიადე და ვეზიარე.
ჰო, იყო ქალიც, ვით გაელვება,
ახლა - უფერულ დრეთა ქროლება...
მთვრალი რითმების ეს გახელება
ჭაღარა ცრემლით დაიტბორება.

??????