უძილაური ელგუჯა
გაზიარება

ისევ წვიმს და... ექსკლიუზივი

ისევ წვიმს და ჩანჩქერები
რბიან ჭენებ-ჭენებით,
მთებმა მხრები მოიქარგეს
ლურჯი ცისარტყელებით.
ისევ წვიმს და წვიმის ტბორი
სევდის ბაღებს ასველებს,
მალე ღამე ქარის მერნებს,
გზებზე გამოაგელვებს.
ქარს ჯირითში აჰყვებიან
ღამეული ლანდები,
ციცაბოებს შეასკდება
თეთრი ნისლის აფრები.
ქარს ჩაჰყვება უფსკრულებში
წლებით ნნაოცნებარი,
მწუხრის ზარით ატირდება
ჩემი სულის ტაძარი.
ამ მიწაზე წილად მერგო
მზით დამწვარი ტრამალი,
ფერფლად ქცეულ ჰორიზონტზე
გზები არ ჩანს სავალი.
ისევ ღვინო გადამარჩენს,
სხვა საშველი არ არი,
ჩამომისხით, იქნებ მორჩეს
სული ნაავადარი
და გარდაცვლილ ოცნებათა
შედვა შესანდობარი.

??????