მონატრება ექსკლიუზივი
დაათოვა შებინდულმა დრომ
მონატრებით აცრემლებულ ჰანგს,
თუ ოდესმე დაათენდა რომს,
ჩემი მიწაც გაიღვიძებს კვლავ.
მაგრამ ვიცი არ იმღერებ მას,
რაც მინდოდა, რასაც გული მთხოვს,
გაზაფხული არ დამდგარა ჯერ,
ჯერ ხომ კიდევ უსაშველოდ თოვს.
მენატრები, ვეღარც გული გთმობს,
მხოლოდ შენთვის
ვემსხვერპლები ხმლებს,
თუკი მწამდი, მიტომ მწამდი რომ
მუხლმოყრილი შევვედროდი წლებს.
ვერ შევძელი დამევიწყე დღეს,
და ვერ შევძლებ დაგივიწყო სულ,
გულდუმღარედ დავიტირებ თოვლს,
შენ რომ არა ყვარებოდი გულს.
თოვლის ფიფქი დაადნება ზღვას,
ზმა მამულით გულდამწვარი დუღს,
ვერ გავძლებდი ცხრა მთას იქით მე,
და ნერვები დაღარული წუხს.
საუკუნე გარდასახვა თუ
უკვდავების საგალობლებს ფლობს,
ნუ იმღერებ გევედრები მას,
რასაც ძველი იმედები მთხოვს.
დაათოვა უშენობის დრომ
ზღვად წასულის სადიდებელ ჰანგს,
ალბათ უკვე დაათენდა რომს,
შენი ხილვა გამაღვიძებს კვლავ.