ჭილაძე ოთარ
გაზიარება

* * * ძალიან მალე იცლება ჭიქა 

ძალიან მალე იცლება ჭიქა
ძალიან მალე იღლება თვალი
ძალიან მალე,ძალიან მალე
იცვლება აზრი,იშლება კვალი.

მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ
ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,
ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო
ვერ მოვუშალე იმედს სათავე.

და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე
ვით ციხე მტრებით გარემოცული...
თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე
და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული.

1950

??????