ჭილაძე ოთარ
გაზიარება

* * * მე ახლაც თვალწინ მიდგას ბათუმი 

მე ახლაც თვალწინ მიდგას ბათუმი:
ზღვა, მაგნოლია და სექტემბერი...
ჩვენი მეზობლის ძაღლი- ბებერი-
კვლავ თავის ძაღლურ ფიქრში გართული.

ხაოიანი ლეღვის ფოთლები
ქარს ამშვიდებენ, ზღვიდან მობერილს,
შუა ეზოში დგას პატეფონი
და ფირფიტაზე წევს "ტრიფონ ბერი"

ქვითკირის ღობე...სველი მავთული...
კიტრიან ბოთლში ჭაჭის არაყი...
ჩემი ბავშვობის წმინდა ქალაქი_
მე ახლაც თვალწინ მიდგას ბათუმი.

1956

??????