ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

ღამე. "ქართლის ცხოვრება". მძევალი 

შენც ხომ გევალება, ჩანგო,
ეტრატებში თავი ჩარგო,
შენც იქნიო სხვებთან ერთად
ხმალი!
ხმალი არ ჩააგო!
დღისით _ მცხეთის მეციხოვნე,
ღამით ფანასკერტელი ვარ!
ხვალ რომ ქვა ვარ საგორავი,
ზეგ _ არმაზის კედელი ვარ!
ვისმა სისხლმაც, წვეთწვეთობით,
ის მწვერვალი აათავა:
ლომი ცოტნე, ლომი დავით
და ბოკვერი _ პაატა ვარ!
მე _ ვიყავი!
მე _ ვიქნები!
მე _ მარადის ვმეორდები!
მძევალი ვარ, და დღე-დღეზე
თავის მოჭრას ველოდები!
და ის მოკვეთილი თავიც
უნდა ეტრატებში ჩარგო!
ჩანგო, დაიხსომე ჩანგო:
ხმალი, ხმალი არ ჩააგო!

??????