* * * ბედნიერი ვარ ექსკლიუზივი
ბედნიერი ვარ. მადლობთ. ნახვამდის.
ეს განშორება იმედით მავსებს.
არ მყავდა ღმერთი და ბედს დავყავდი
და თავის ვნებას მახვევდა თავზე.
რაც დღემდე მოხდა, მოხდა თავისით,
მე არაფერში არ ჩავრეულვარ.
დრო კი გაფრინდა და ჯერ არ ვიცი,
რა გამოსტაცა ჩემმა რვეულმა.
რაც დღემდე ითქვა, ქარისთვის ითქვა,
სათქმელს სურვილი სჭარბობდა თქმისა
და ვარსკვლავივით შორეულ მიზანს
ძაღლივით მწარედ უყეფდა სიტყვა.
1967