ჭილაძე ოთარ
გაზიარება

* * * ეს დღეც დამთავრდა 

ეს დღეც მთავრდება. დამთავრდა. მიდის . . .
და როგორც ჭურჭლის ფსკერზე ნალექი,
(შენი ხელივით თბილი და მშვიდი),
ჩემს სულში წვება მზის ანარეკლი.
და ჩემი სული (თბილი და მშვიდი)
ზღაპრულ კოშკივით ნათდება უცებ.
დღე კი მთავრდება. დამთავრდა. მიდის . . .
ეს დღეც სისხლივით შეაშრა ფურცელს .

1975

??????