Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

სეიკო 

ვნომრავთ წლებს და თან ვალაგებთ ათ _ ათად და ოც _ ოცად!
სიჭაბუკე _ მიგრიალებს და სიბერე _ მოცოცავს...

გადის წლები _ ორ-ორი და სამ-სამი და ხუთ _ ხუთი!
მოაქვს ცრემლი და სანაცვლოდ მიაქვს სიცილ-ხითხითი!

ყალბი იუბილეების ხუთ_ხუთი და ათ_ათი!
ყალბი ფული, ყალბი ქალი, ყალბი ზნე და ადათი...

თავზე გვადგას დრო _ ჯალათი, აგენტი და ასასი _ 
ხუთ_ხუთი და ათ_ათი და ოცი_ოცი და ას_ასი...

ვინ გაუძლო! რა ათინამ, რა პომპეიმ, რა ტროამ!
_ ტარიკუნა! ადი ზემოთ! ნახე ერთი, რა დროა!


შესვა სიმონიკომ სიყვარულის საინძელო

_ გაუმარჯოს კარგ ქალს!
გაუმარჯოს კარგ კაცს! _
დედამიწის! იქნებ
მთლად სამყაროს კარკასს!
კაცის გამო ქალი
როცა კარგავს ჭკუას...
ქალის გამო კაცი
როცა ჭკუას კარგავს...

ქმარს რომ ელის წლობით _
ზის, დარდობს და ქარგავს!
თან ამ აღვირახსნილ
დედაკაცებს არ გავს...
მომლოდინეს ასეთს _
ვენაცვალე კარგ ქალს!

ვენაცვალე კარგ კაცს _
დედამიწის კარკასს...

??????