გერქვას ქართველი ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
26,02,2014
649/0

გერქვას ქართველი–ეს ნიშნავს რომ გერქვას გენია,
ზურგით ატარო სიკვდილამდე მძიმე ჭაპანი,
შენ, გასაჭირში არასოდეს არ გიშველიან,
და შენთვის ყველა გამძლე ტოტზე თოკებს აბამენ...

გერქვას ქართველი–იგივეა გერქვას წყეული,
დაბადებიდან ყველაფერთან უნდა იბრძოლო,
გალავანი გაქვს ყველა მხრიდან შემონგრეული,
სწორედ ამიტომ იარაღი არ მოიშორო...

გერქვას ქართველი–ეს ნიშნავს რომ ბედნიერი ხარ,
რომ შენს სხეულშიც ტაიჭივით დაჰქრის იქორი,
სამშობლოს დამცველს თვით უფალიც უნდა გერიდოს,
ღვთისგან ნაბოძებ ამ წყევლა–მადლს ვერ მოიშორებ!

მოკვდე ქართველად–ეს სათქმედად არის იოლი,
სანამ მოკვდები,ჯერ ქართულად უნდა იცხოვრო,
უნდა შეიგრძნო შოთა,ვაჟა,გალაკტიონი,
უნდა გრცხვენოდეს პირველ რიგში სხვისი სირცხვილი.

გერქვას ქართველი–სათქმელადაც უკვე ძნელია!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •