რამდენიმე სიტყვა ჩემი ცხოვრებიდან მარადი
იუმორისტული
12,03,2014
686/0

ბავშვობიდან სიმაღლეები მიზიდავდა.მთებს და დალურჯი ცის სივრცეს ვეტრფოდი.იქამდის რომ მიმეღწია დედამიწის გულში გავიარე.
ო!რამდენჯერ ჩამელეწა გულის ფიცარი.
რამდენჯელ ქვეშ მოვყე საშინელ ქარიშხალს.
რამდენხანს მეფარა ყინულის ლოდი,
სიმწვანე ფერთა,აზრის სახით ჩემში შევქმენი,
ია, ენძელა ავიყვავილე სულში და ფიქრთა
ჰარმონიამ გამიხსნა გზანი.
შიგ მყინვარ წვერის გულში გავედი და თეთნულდის თავზე მბრწყინავ ვარსკვლავს ხელი ჩავჭიდე.
ასე გადავირჩინე სული ულამაზესი.
განცდებსა და აზრთა ბრუნვაში მივაღწიე შედეგს და სამყარო ჩემს გულსა თუ ცნობიერებაში გავატარე.ამ დროს ხდება გაშუქება,ანუ გასხივოსნება ამა თუ იმ უვარგის და გადაგვარებულ, დეფორმირებულ, ანუ მწყობრიდან გამოსულ ფაზათა თანწყობა აღმდგენელობითი ფორმისა.
რომელიც გამოწვეულია აზრთა შეუსაბამობის ნიადაგზე. ყოველივე ამ თვისებას მის სამყაროს ვიბრაცია ეწოდება.
20 თებერვალი 2 უკლია 15 წუთი. ტელერვიზიით ჩემთვის მაინც და მაინც საინტერესო არაფერი არ გადის. მაგრამ ჩემდა უნებლიეთ რამდენიმეჯერ მომიხდა სხვადასხვა კანალების შემოვლა. ტელევიზორის გათიშვა დავაპირე,უცებ სამყაროს ბრუნვა ვიხილე თითქოს წამით ყველაფერი გაჩერდა.დაკვირვების ნიადაგზე აღმოვაჩინე რომ ცა პირია დედამიწის არსებობის,მიწა კი მეორე მხარე,ჩვენ მისი მცხოვრებნი ვართ.
მახსენდება ნათელ ხილვა თურქეთში ყოფნის დროს რომ მქონდა.მაშინ დავამუშავე თემა მოგზაურობა თავის ქალაში.მაშინ ვიხილე ცა როგორც
პლანეტა ისე დაჰყურებს დედამიწას.
იმდენად დიდია ბორეტება დედამიწაზე რომ გზა ყოველმხრივ დახშულია და გავხსენ არხი, აზრის საფარველის არსებობის, რომელმაც
შემაცნობინა ცა პირია დედამიწის, დედამიწა კი მეორე მხარე ფიქრის მატარებლის.ჩვენ მისი მგზავრები ვართ.მხოლოდ ლოგიკური აზროვნებით
შეგვიძლია უშფოთველად მოგზაურობა ცასა და დედამიწას შორის, რათა გავანეიტრალოთ მდგომარეობა და ბალანსირება აღვუდგინოთ დეფორმირებულ კაცობრიობას.
მთელი ცხოვრება სულის ხსნას ვცდილობდი.მაგრამ ეს რას ნიშნავდა არ ვიცოდი.ცუდი გოგო ნამდვილად არ ვყოფილვარ.ვინმე ჩემს გარეგნობას თუ შეაფასებდა,იმ წამს სულიერებას შევეხებოდი,რომ ჩემში სული უფრო ლამაზი იყო,ვიდრე მე.ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ,
როცა მიჭირდა,ყოველთვის ვცდილობდი სული გადამერჩინა.ფიზიკურ მდგომარეობაზე არასდროს მიფიქრია და მოხდა საოცრება.ოცდაჩვიდმეტი
წელი სულის მსახური ვიყავ,ოცდაჩვიდმეტის შემდეგ კი სულიერება გზად და ხიდად გავდე შუქის მანათობლად ლაბირინთში რომ გზა გაუნათოს
ყველას.
სულ მაინტერესებდა ამ ერთმა უბრალო უთვისტომო ქალმა, სამყარო ჩემი გავლენის ქვეშ როგორ მოვაქციე.
თორმეტი ივნისის 2011 წლის, ერტ წვიმიან დღეს უცნაურმა დაკვირვებამ ფარდა ამახდევინა უდიდეს საიდუმლოსთვის. თუმცა უნდა ითქვას, როცა დავიბადე დედამიწაზე უთვისტომობის გამო რომ არ დავკარგულიყავ სამყარო თავად იდგა კონტაკტში ჩემთან. დონის სიმაღლეს თუ მივაღწევდი ერთობლივი შრომით მის კვლევა ძიებას შევძლებდი.
ჯერ კიდევ დაუდგენელია რა ემართება სიკვდილის შემდეგ სულს. მეც ყოველთვის გულის სიღრმეში ვფიქრობდი გარდაცვალების შემდეგ როგორ შეიძლება ის პიროვნება რომელიც ადრე ცხოვრობდა დედამიწაზე გარდაცვალების შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს დედამიწას. იმ აღმოჩენამ რომ სანამ რომელიმე პიროვნება დაიბადება ჯერ ბუნებაში მისი არსებობის ფაზეოლოგია ყალიბდება. შემდეგ კი დედამიწაზე ხორციელდება ამა თუ იმ პიროვნების დაბადება. რაც შეეხება განმეორებით ანუ მეორედ მოსვლას ეს იგივეა ხემ ნაყოფი ყოველ მეორე ან მეოთხე წელს მოგვცეს ასე ხდება ამ შემთხვევაში.
ბუნებაში მომხდარი ცვლილებების ნიადაგზე ღირსეულთა შორის, არსებული ღირსეული განმეორებით იკრებს ძალას და კვლავ უბრუნდება დედამიწას. რაც შეეხება თავის კვლევა ძიებას აზრთა ჰარმონიულობის ნიადაგზე ხდება შეხება წამთა უსწრაფეს ელვის ნათებისა და ყალიბდება აზრი ამა თუ იმ თემის გაშუქებისა.
ვიცი ყოველივე დიდ საოცრებასთან არის დაკავშირებული. ბევრს უკვირს ყოველივე აღმოჩენის შემდეგ როგორ შეიძლება გაუძლოს გულმა. მაგრამ ჩემისთანა უთვისტომო ადამიანისათვის როცა არავინ მყავს სამხრეებიანი და ვერ ვფლობ შვარცნეგერის ძალას, დიდად მისაღები და დასაფასებელია სამყაროს ქომაგობა.
საოცარი არაა! როცა სამყარო ასეთი აზრით შემოდის ჩემში.
ბუნების ენა მშობელთა ენაა რომ დაარჩინო თავი.
ან კიდევ ამ თემის წერისას მაქვს ასეთი აზრი და ვიყენებ მას, დიდ ქრისტიანობა მოვალეა დაგიცვას და გიპატრონოს შენ.
რაც შეხება უდიდეს გენიოსთა გამოხმაურებას ეს ჩემს გულის გრძნობათა ფეთქვაზეა დამოკიდებული. რის ნიადაგზე უნაზეს ფიქრთა რხევით სუროთა ლერწთა მზგავსად ვიერთებ ფაზათა ფერადოვნებას და აზრად გარდავქმნი.რის ნიადაგზე, ყოველივე ამ მუშაობით ჩემდა შეუმჩნევლად, ბუნებაში არა სახარბიელოდ მოქმედ ლაბირინთს გარდაქმნას ვუკეთებ.




  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •