სიყვარულს დიტო კობახიძე
პოეზია
15,08,2014
526/1

შენ სიყვარულო უსაზღვრობით აღსავსე ვნებავ
თუკი ყველგან ხარ მაშინ სად ხარ რატომ ვერ გხედავ
ეს იდუმალი სიყვარული ხალხისთვის კმარა
იცით მოკვდავმა სიკვდილის წინ რა დაგვიბარა?!

"ახლებურ სტილსში ახლებურად გინდათ ცხოვრება
ის დავკარგეთ რაც ყველაზე ღირებულია
იქნებ ვერც ვხდებით რომ ეს არის უბედურება
ახალი სტილი იქნებ გვჯერა მიგნებულია
უწინდელ დროში ისე ხურდა ხალხში ეს გრძნობა
ისე უყვარდათ ერთმანეთი მთელი გონებით
არ შეილება სიყვარულის სპილენძათ დნობა
უსიყვარულო ხალხს ნეტავი რას ვემონებით
მე სიყვარულის დატოვება მიჭირს ამ ქვეყნად
მაგრამ თუ ვტოვებ ახლა მხოლოდ ეს გამახარებს
მას საიქიოს წყნარ ტალღებში გავშლი აფრებად
და მის სიღრმეში მე უშიშრად შევინარადებ"

განა ჩვენ არ გვსურს ჭეშმარიტი ვიგრძნოთ ცხოვრება
განა არ გვინდა, რომ ჩვენც ვიყოთ ბედნიერები
ბედნიერების საზღვრებთან დაგას უბედურება
გთხოვ სიყვარულო მოგვაშველო შენი ხელები
ხალხში დასახლდი, აქ იცხოვრე, გადაგვარჩინე
მეტად დამძიმდა ჩცვენში ბოროტ ძალათა ტვირთი
გზა სიმართლისა, სიკეთისა გამოაჩინე
სანამ ჯოჯოხეთს ჩაგვითრევდეს ცხელ კუპრტა ზვირთი

დიტო კობახიძე



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 1
  • გორდელა
  • 21,11,2014 05:39
  • ძალიან ძლიერი ლექსია ბარვო!!!

    მე სიყვარულის დატოვება მიჭირს ამ ქვეყნად
    მაგრამ თუ ვტოვებ ახლა მხოლოდ ეს გამახარებს
    მას საიქიოს წყნარ ტალღებში გავშლი აფრებად
    და მის სიღრმეში მე უშიშრად შევინარადებ"