სახლში ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2011-09-11 20:21:13
183/16

ყველაზე მშვიდი და
მჟღერი სიმფონია -
სამყაროს ჯვარცმულო დირიჟორო,
დამიკარით სიჩუმე!
სიჩუმე - ვალსი,
სიჩუმე - სონატინა,
ორი პაწაწინა ბავშვი,
დაუწერელი ლექსივით მაჯებზე.
ვაი რომ,
ჩემისთანა თოვლის დედოფლები
ქურასთან დადნებიან,
თუ კი გაექცევათ
რძესავით – სტრიქონი.

სამყაროს ჯვარცმულო დირიჟორო,
ხანდახან დამიკარით სიჩუმე!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 15
  • რუსა ზოიძე
  • 2013-02-04 21:33:16
  • ძალიან მიყვარს აქ ყოფნა და ის შეგრძნებები, რაც აქ ყოფნას ახლავს...
  • 14
  • გიორგი ლელაძე
  • 2011-12-28 14:09:12
  • აუსრულეთ თხოვნა თუ შეიძლებოდეს smile მომეწონა
  • 13
  • giorgi bolqvadze
  • 2011-09-23 23:49:47
  • სიჩუმის მუსიკა ყველაზე დიდი მუსიკაა, კარგია ...+
  • 12
  • შენი_ანი :)
  • 2011-09-18 11:53:51
  • ჩემისთანა თოვლის დედოფლები
    ქურასთან დადნებიან,
    თუ კი გაექცევათ
    რძესავით – სტრიქონი.

    სამყაროს ჯვარცმულო დირიჟორო,
    ხანდახან დამიკარით სიჩუმე!


    შესანიშნავია 2+
  • 11
  • ნინო ქადაგიძე
  • 2011-09-13 21:53:22
  • რა კარგი თოვლის დედოფალი ხარ :)
  • 10
  • ნათია პაპიძე
  • 2011-09-13 19:07:34
  • წავიკითხე, თვალები დავხუჭე და ვისიამოვნე შეგრძნებით – თუ როგორ დაიარა ტანში.

    მე მიყვარს აქ.
  • 9
  • მაკა კოლხი
  • 2011-09-13 11:09:05
  • ისევ ისეთი უჩვეულობა! smile
    გარედან წავიკითხე...

    სამყაროს ჯვარცმულო დირიჟორო...

    დამიკარით სიჩუმე!

    ...
    ჩემისთანა თოვლის დედოფლები
    ქურასთან დადნებიან,
    თუ კი გაექცევათ
    რძესავით – სტრიქონი.


    შესანიშნავია!!
    ძალიან კარგია :))))
    +
  • 5
  • ჰენრი
  • 2011-09-12 17:25:02
  • "ხანდახან დამიკარით სიჩუმე!" :) მოგიკითხე
  • 4
  • ლილია
  • 2011-09-12 13:42:14
  • ძალიან მომწონს...ქალურობითაა სავსე თითოეული ბწკარი :)
    ბოლოს გამეორების გარეშეც შეიძლებოდა, შეკრულია ისეც...
    დაწყება კარგი არია
    უბრალოდ, ბრწყინავალეა!!!!!!!