ყოველი დასასრული ახალი დასაწყისია ... მაკა კირჩხელი
პროზა
22,10,2014
0/0

ჰმ... როგორ დავიწყო , რით დავიწყო ნამდვილად არ ვიცი ... ცხოვრებაში ასეთი ამბის მომსწრე არასდროს ვყოფილვარ ,იშვიათად თუ მომიკრავს ყური , მაგრამ ყოველთვის დაუჯერებლად მიმაჩნდა , რადგან ჩემი ცხოვრების დევიზი იყო , არასოდეს დამეჯერებინა ჭორის დონეზე მოსული ამბავი , სანამ საკუთარი თვალით არ დავინახავდი ყველაფერს. არ ვიცი , იქნებ , თქვენთვისაც დაუჯერებელი იქნება ის , რის დაწერასაც ვაპირებ , მართალიც იქნებით , რადგან მეც არ დავიჯერებდი მომსწრე , რომ არ ვყოფილიყავი ამ ყველაფრის.ყოველთვის მეგონა , რომ ასეთი ისტორიები მხოლოდ მწერლების ფანტაზიის ნაყოფი იყო , მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ მივხვდი , რომ ასეთი რაღაცები ცხოვრებში , რომ არ ხდებოდეს , ვერც მწერალი მოიფიქრებდა რამეს.
სიყვარულის მიმართ ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი,მეგონა,რომ სიყვარული ერთგვარი ილუზიაა , რომელსაც წიგნებში ვკითხულობთ და ვფიქრობთ , რომ ცხოვრებაშიც შესაძლებელია ასეთი სიყვრული ჩვენც განვიცადოთ . ალბათ , მაგიტომაცაა , რომ დღეს მარტოხელა ადამიანი ვარ და , ვფიქრობ , რომ ნეტა ჩემი მთელი ცხოვრება ტყუილში არ გამეტარებინა და საკუთარი თავისთვის უფლება მიმეცა, ვიღაც მყვარებოდა , შემექმნა ოჯახი ,მყოლოდა შვილიშვილები და მათთან ერთად , ტკბილად , გამეტარებინა ჩემი სიბერე..
ალბათ , დაგღალეთ ჩემი აზრებით და გაინტერესებთ , ნეტა რა არის ის , რამაც მე , მარტოხელა მოხუცს , ამ 65 წლის ასაკში შემაცვლევინა შეხედულებები ცხოვრებაზე და , რამაც მაიძულა ეს პატარა ამბავი , დიდი ემოციებით გადმომეცა თქვენთვის ..
მოდით გადავიდეთ იმ ნაწილე , რომელიც ჩემთვის არის სამაგალითო , რომელმაც შეცვალა ჩემი ყველა წარმოდგენა ცხოვრებაზე და , რომელიც მინდა, რომ გაგოს ყოველმა ახალგაზრდამ , რომელსაც შეიძლება ჩემნაირი წარმოდგენა აქვს სიყვარლთან დაკავშრებით ..
გათენდა.მახსოვს სუსხიანი ამინდი იყო , მე , როგორც ყოველთვის , დილით ადრე ავდექი , რათა ჩემი მოვალეობა შემესრულებინა , მართლაც ,სულ დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა , რომ მესაფლავე ვარ , არც არის გასაკვირი , ეს , ალბათ , ასაკის ბრალია , ამ ბოლო დროს სულ რაღაცები მავიწყდება ხოლმე .. ხოდა სად გავჩერდი ? დიახ , გამახსენდა . როგორც ყოველთვის ამ სუსხიან დილასაც წავედი ჩემს სამსახურში , ვერ ვიტყვი , რომ სახალისოა , ის რასაც მე ვსაქმიანობ , მაგრამ ეს რაღაცნაირ სიამოვნებას მგვრის , მოვუარო ისეთი ადამიანების სამყოფელს , რომელთაც თავისით უკვე აღარაფრის გაკეთება შეუძლიათ ...
ზუსტად მახსოვს ეს დღე , თითქოს დღეს დილით მომხდარიყოს ეს ყველაფერი . ვაწესრიგებდი ერთ სასაფლაოს . სადაც ვიპოვე ერთი პატარა , გაცრეცილი წიგნაკი , რომელსაც , როგორც მე შევატყვე , დროისგან ფურცლები სულ გაყვითლებოდა , ვიცი , სხვისი ნივთების აღება და მისაკუთრება არ არის კარგი და მიზანშეწოლილი , მაგრამ დამაინტერესა , მე მოხუც ადამიანს და ის წიგნაკი , სახლში , რომ მივედი თავიდან ბოლომდე წავიკითხე.ამ წიგნაკის შინაარსმა შოკი მომგვარა , რადგან ერთი უბრალო , ახალგაზრდა პატიმრის დღიური აღმოჩნდა..ზუსტად ამ ახალგაზრდა პატიმრის ისტორია მინდა გიამბო,ჩემო მკითხველო , რა თქმა უნა , დღიურის მთლიან ვერსიას ვერ დავწერ , რადგან ბევრი რამ მკითხველისთვის არამგონია საინტერესო იყოს , მაგრამ აუცლებლად გადმოგცემთ იმას , რაც , ჩემი აზრით , მართლაც ძალან საინტერესო იქნება..
დღიური იწყება ასე:
არ ვიცი რატომ ვიწყებ ამ ჩანაწერების წერას , რადგან ცხოვრებაში არ მქონია დღიური , სკოლაშიც კარგად არ ვსწავლობდი , წერაც არასოდეს მყვარებია , მაგრამ , ალბათ , ეს ჩემი "მემუარების" წერა იმის ბრალია , რომ მარტო ვარ , სუ მარტო , არა იმ გაგებით , რომ არავინ მყავს , არა , უბრალოდ ისეთი გვერდით არავინაა , ვისაც შეიძლება ჩემი გულისტკივილი და ჩემი აზრები გავუზიარო , რადგან მეშინია იმის , რომ ჩემი ახლობლები ცუდად მიიღებენ ჩემ ამგვარ ცვლილებას.. არ ვიცი , იქნებ , მათაც აწუხებთ , ის , რამაც მე წერა დამაწყებინა და , იქნებ , ჯობს რომ ვიღაცას ვუთხრა , მაგრამ , არა , მეშინია , მეშინია მასის რეაქციის ..
მშიშარა არასოდეს ვყოფილვარ , არასოდეს დამიხევია უკან , მაშინ , როცა სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დამუქრებია , მაგრამ ახლა მეშინია , მეშინია სიმარტოვის..
ალბათ , გაგეცინებათ რატომ ვწერ ასე , მაგრამ იმედი მაქვს , ერთ დღეს ჩემს ამ პატარა წიგნაკს გამოაქვეყნებენ .. ალბათ, იმასაც დააკვირდით , რომ თარიღებს არ ვაწერ , რადგან არ მინდა აღვრიცხო ის დღეები , სადაც ვარ მარტო , არ მინდა ჩემს სამყაროშიც მქონდეს კალენდარი , მინდა დავიკარგო ჩემს ნაწერებში დ ჩემი მთელი ცხოვრება მოვათავსო ერთ პატარა წიგნაკში...მინდა ჩემი მთელი ცხოვრება შეიცავდეს ერთ უდიდეს დღეს , სადაც არ არის წამი , წუთი , თვე და წელი , რადგან , როგორც იტყვიან ცხოვრება ხომ " ერთი პატარა გასეირნებაა , დიდი ძილის წინ " .. მინდა ეს ჩემი პატარა გასეირნება ერთ დღეში მოვათავსო , მინდა დავამსხვრიო ყველა ის სტერეოტიპი და დოგმა , რომელიც ასე მთრგუნავს , ცხოვრება ხომ ერთფეროვნებითაა სავსე ... დაიბადები , გაიზრდები , ცოლს მოიყვან , იქნები მეოჯახე და ბოლოს , უცებ ყველაფერი გაწყდება , გაწყდება ისე თითქოს არც კი ყოფილა , დარჩება მხოლოდ საფლავის ქვა და ქვაზე დაწერილი თარიღი , ხოლო შენი ცხოვრება მხოლოდ ერთი პატარა მონაკვეთით შემოიფარგლება - ტირე , ნუთუ ყველა ადამიანი მხოლოდ იმისთვის ვიბადებით , ვცხოვრობთ და ვკვდებით , რომ ჩვენ შემდეგ მხოლოდ ტირე დარჩეს , იმის მისანიშნებლად , რომ ოდესღაც ვიყავით .. ალბათ ყველა იფიქრებს , რომ შევიშალე... შეშლილი ეგოისტი ვარ , რადგან მშურს იმ ადამიანების ვის სახელსაც დრომ ვერაფერი დააკლო , მაგრამ რა დავაშავეთ ჩვენ , უბრალო ადამიანებმა , რომლებიც უბრალოდ ვცხოვრობთ , ვცხოვრობთ კი არა ვცოცხლობთ , ჩვენს ცხოვრებას სიცოცხლე ნამდვილად არ ჰქვია .. უბრალო ადამიანები ჩვეულებრივი პაიკები ვართ ამ ცხოვრებაში , ცხოვრებაში , რომელიც ჭადრაკის თამაშს ჰგავს , სადაც ყოველთვის იწირება ვიღაც , იმისათვის რომ ვიღაც გადარჩეს ... მინდა შევწყვიტო ჩემი აზრების გადმოცემა , უფრო სწორად კი არ შევწყვიტო , არამედ ცოტა ხნით გვერდით გადავდო , რადგან უკვე გათენდა , ისე რომ არც კი შემინიშნავს , რომ მტელი ღამე წერაში გავატარე....
სოფლელი კაცის ცხოვრება ასეთია , დილის მამლის ყივილი გაღვიძებს და უნდა შეუდგე შენს მოვალეობას , რომელიც გაკისრია დედის , მამის და უმცროსი დის წინაშე, ეს ხომ დაუწერელი კანონია , რომელსაც ჩვენდაუნებურად ვასრულებთ , ყველა იმ კანონზე უკეთესად , რომელიც ოდესღაც დაწერილა...
- აკოო.... ! ადექიი, საქმე გველოდება ..
აი , გაისმა მამაჩემის ხმა , რომელიც ჩემს ცხოვრებაში მაღვიძარას როლს ასრულებს , რა თქმა უნდა , ეს ხუმრობით.... მამაჩემია ის პიროვნება , რომელმაც შემქმნა , ჩამოაყალიბა ჩემში ადამიანობა და , რომელიც ჩემი იდეალია , ჩემი ცხოვრების მასწავლებელი...
მიყვარს ჩემი ოჯახი : დედა , მამა და ჩემი პატარა და ნიცა ....
ჰმმ... ნიცა .. ჩემი ცხოვრების უდიდესი განძი , რომლის გამოც სიცოცხლეს არ დავიშურებ , რა თქმა უნდა , ყოველთვის ნერვებს მიშლის , მაგრამ მაინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ...
ქორწილია....! ქორწილიიი ... !
- აკო , წავედით , უკვე დროა , გველოდებიან !
- მოვდივარ , მამა , მოვდივარ !
მახსოვს ეს დღე , ჩემი ცხოვრების შავი წერტილი . დღე , როდესაც დავკარგე ჩემთვის ყველაზე ძირფასი ადამიანი , ადამიანი , რომელმაც შემქმნა ადამიანად !
სოფელში იყო ქორწილი და , როგორც ყოველთვის , მე და მამაჩემი , როგორც ოჯახის უფროსები , ქორწილში მიგვიწვიეს .. მამაჩემი სოფელში განთქმული თამადა იყო და დღესაც თამადა გახლდათ.. წავედით მანქანით ...
ქორწილი დამთავრდა , ყველამ კარგად მოილხინა , მე და მამაჩემი წამოვედით სახლისაკენ , მამაჩემი საჭესთან არ მსვამდა , რადგან სოფლის გზები იყო და ტარებაც კარგად არ ვიცოდი .. იმ დღეს , თითქოს , გულმა მიგრძნო და მამაჩემს დავუწყე ხვეწნა-მუდარა , საჭე ჩემთვის დაეთმო , რადგან ის ძალიან მთვრალი იყო და მანქანის ტარებას ვერ შეძლებდა. რა თქმა უნდა , მამაჩემმა საჭე არ დამითმო ... გზა ბნელი იყო , დაზიანებული , ჩვენ გარდა ამ გზაზე არავინ მოძრაობდა , თითქოს ყველაფერი მშვიდად იყო , სანამ , უცებ , საღაციდან არ გამოჩნდა ვიღაცის მანქანა , რომელიც ვერც მე და , ვერც მამაჩემმა ვერ შევამჩნიეთ... უცებ ყველაფერი გაწყდა , თითქოს სიშავემ მოიცვა ყველაფერი..
არ ვიცი რამდენი დრო გავიდა , რა მოხდა , მახსოვს მხოლოდ ძალიან დიდი სინათლე , რომელიც შემდეგ ბნელმა შეცვალა ...
მესმოდა ხმები , თითქოს ტირილიც , გავახილე თვალები , ირგვლივ ყველაფერი უცხო იყო , თეთრი , ვიღაცები თავს დამტრიალებდნენ და უცებ , გავიგე ყვირილი ...
- გაიღვიძაა ... გონს მოვიდა .. ღმერთო , სასწაულია ! ნამდვილი სასწაული....
მოვედი გონს , პირველი ჩემი სიტყვა იყო , მამა , მამა სად არის და უცებ ყველას სახე ეცვალა და მივხვდი , რომ , რაღაც მოხდა ...
მამაჩემი , ადამიანი , რომელიც ჩემი ცხოვრების იდეალი იყო დავკარგე , დავკარგე ისე , რომ ვერც კი დავემშვიდობე ..
ავარიის შემდეგ აღმოჩნდა , რომ მამაჩემი ჩემზე უკეთ იყო , გამოკეთდა კიდეც , მაგრამ ჩემი გადარჩენის შანსი არ ყოფილა , მესაჭიროებოდა თირკმლის გადანერგვა და სამწუხაროდ , დონორი ვერსად ნახეს .
ნეტა მოვმკვდარიყავი და მამაჩემს ჩემთვის ეს არ გაეკეთებინა , ნეტა არ მოეცა ჩემთვის მეორე სიცოცხლის შანსი .. მე ხომ ისეთი ვერასოდეს ვიქნები , როგორიც იყო მამაჩემი ...
რა დარჩა მამაჩემისგან , არაფერი , საფლავის ქვა , თარიღი და ტირე , ტირე , რომელიც მთელი მისი ცხოვრებაა და არავინ იცის იმ ტირეში რა ცხვრება შეიძლება ამოიკითხო...
გამომწერეს საავადმყოფოდან , ჩემი და და დედა თავს მევლებოდნენ , მაგრამ მამა აღარ იყო , აღარ იყო ის ადამიანი , რომელმაც ორჯერ მომავლინა ამ სამყაროში .
დეპრესია.. სინდისის ქენჯნა ...ფიქრები იმაზე , რომ ნეტა მე ვყოფილიყავი მამაჩემის ნაცვლად .. დიდი დრო ... დიდიიი .... ვსვამდი ყოველდღე , არავის ველაპარაკებოდი , არავის ველაპარაკებოდი , საკუთარი თავის გარდა , მაგრამ ბოლოს გავაცნობერე , რომ მე ვარ ოჯახში შვილიც და მამაც ... იმ დღეს ანდრია ჩიქოვანი კი არა მე , ალექსანდრე ჩიქოვანი დავიღუპე , იმ საფლავში ის კი არა მე ვარ და დროა ჩემს ოჯახს ვუპატრონო...
ზაფხულია... ვმუშაობ... ფული დავაგროვე საკმარისი იმისთვის , რომ დედისთვის და დისთვის დამეტოვებინა მე კი მოსკოვში წავსულიყავი , უკეთესი სამსახურის საძიებლად , იმისათვის , რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს არაფერი მოკლებოდათ...ცოტა ჩემი დანაზოგი მქონდა , ცოტა ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა მოსკოვიდან , რომელიც მელოდებოდა იქ , რათა ერთად დაგვეწყო მუშაობა ....
ღამეა .... არ მეძინება , ისევ რაღაცას ვწერ , ჩემი გადაფრენის დილა თენდება , გული მიგრძნობს , უკან რომ დავბრუნდები ყველაფერი სხვაგვარად დამხვდება , მაგრამ ცვლილება ხომ გარდაუვალია... მიჭირს დედასთან და დასთან განშორება , ვინ იცის რა სიურპრიზს გვიმზადებს ცხოვრება , კარგს თუ ცუდს , ვინ იცის , იქნებ დავბრუნდები და დედა აღარ იქნება , არავინ იცის ბედი რას გვიმზადებს , რა სცენარია დაწერილი ჩვენი ცხოვრების , რომელი პერსონაჟი უნდა გაიწიროს , იქნებ მე ვეღარ დავბრუნდე , მარამ მოხდეს , რაც მოსახდენია , გავრისკავ , რადგან , როგორც ამბობენ " Кто не рискует , тот не пьёт шампанское ". ეს ჩემი რუსულიც ჩავაქსოვე , წავივარჯიშე დიდი გამოცდის წინ , რომელსაც რუსეთი ჰქვია . არავინ იცის იქ რა დამხვდება და რა ცხოვრება შემხვდება.. რა ცვლილებები მელოდება იქ , როგორი გავხდები , ვიქნები თუ არა ისევ ისეთი , როგორიც ახლა ვარ ...
გათენდა ... აეროპორტი .... დედა , და ... ცრემლები ... სევდა და გულისტკივილი... დედის დარიგება , რომელიც ნანასავით ჩამესმოდა ყურში და დის სიტყვა " მიყვარხარ" ....
თვითმფრინავი .... ღრუბლებიი ... ყურებში , რაღაც უცნაური შეგრძნება ... სამი საათი და უკვე მოსკოვში ვარ .. უამრავი ხალხი და იმ ხალხში კი გაღიმებული გიორგი , ჩემი ძმა და მეგობარი , რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრება გავატარე. ერთად ვლოთაობდით, ერთად ვუშლიდით ნერვებს მასწავლებლებს და ერთად "ვკერავდით" გოგოებს ..
- ვააა , აკოოო .. ჩემი ძმა , რას ჰგავხარ , ბიჭო , წვერი მაინც გაგეპარსა !
- ნერვებს ნუ მიშლი , შეჩემა ! ჯობს ბარგი წამათრევინო...
- წაგათრევინებ , აბა რას ვიზამ , ჩემი მეგობარი გველოდება გარეთ.
- ბიჭო , როგორ შეცვლილხარ , მოსკოვი დაგტყობია..
- ხო , მოსკოვი ცვლის ხალხს , დიდი ქალაქია ... ნიკუშ , გაიცანი ეს ჩემი აკო - ალექსანდრე ჩიქოვანი , ჩვენთან ერთად იცხოვრებს .
- გაუმარჯოს , "ბრატ" , გიორგის ძმა , ჩემი ძმაცაა..
- გაუმარჯოს , ძმა , იმედია გავუგებთ ერთმანეთს ...
ასეთი იყო ჩემი და ნიკას გაცნობა .. მანქანაში ვისხედით , ნიკა და გიორგი ერთმანეთში განიხილავდნენ სამომავლო გეგმებს , მე კი ვუყურებდი გზას , ვუყურებდი იმას თუ რამდენად განსხვავებულია მოსკოვი ჩემი სოფლისგან .. განსხვავებულია ხალხი,მათი მანერები , ქალები უფრო თამამები,კაცები კი კაცებს აღარ ჰგავენ . ვფიქრობდი , ნეტა , მეც შემცვლის დიდი ქალაქის ხიბლი ? ნუთუ მეც , ქართველი ბიჭი , უნდა დავემსგავსო ამ ხალხს , მეც მათსავით უნდა ვიარო ზომბირებული ? ვუყურებ და ვფიქრობ , რა ჩქარია ეს ქალაქი , ყველა სადღაც გარბის , დროც კი სწრაფად მიდის ...
დანიშნულების ადგილას ისე სწრაფად მივედით , რომ ვერც კი გავიგე დრო როგორ გავიდა.... ავედით ბინაში , ჩემი რეაქცია ბინასთან დაკავშირებით შოკის მომგვრელი იყო, წარმომედგინა , ერთი უბადრუკი , პატარა ბინა , რადგან ვერასოდეს წარმოვიდგენდი , რომ გიორგის მაგარი ბინის ყიდვის საშუალება ექნებოდა.
კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში , მითხრა ნიკამ ..
ბარგი ამოვალაგე და დავეგდე საწოლზე , დაღლილობისგან გონებაგაფანტული... მხოლოდ ერთადერთი ფიქრი მიღრნიდა სულსა და გონებას , საიდან აქვს გიორგის ასეთი ბინა...
ფიქრებში ჩამძინებოდა და უცებ ზარის ხმამ გამომაღვიძა ,ვიღაც მოვიდა.. გიორგიმ შემომაკითხა ოთახში ...
- აეთრიე , ბიჭო , რა დროს ძილია , ქალები მოვიდნენ , ქალებიი ...
- ვინ ქალები , შეჩემა ?
- ვინ ქალები ? რა გჭირს , შეჩემა ? რაში გაინტერესებს ვინ ქალები ? მთავარია გავერთობით.... აეთრიე ახლა დროზე , მოწესრიგდი...
- ხო , ბიჭო , ნუ შემეცი , ავდგები ახლა და გამოვალ !
ავდექი , მოვწესრიგდი , ცივი წყალი შევისხი , ცოტა გონს რომ მოვსულიყავი ...
ოთახიდან გავედი და დავინახე სამი ქერათმიანი რუსი ქალი , რომლებიც ყველაფრისთვის იყვნენ მზად..... აღარ ვფიქრობდი არაფერზე , დავლიეთ, დავლიეთ იმდენი , რომ ლამისა გონება დავკარგეთ.. გათენდა ... თვალები გავახილე და ვხედავ ჩემ გვერდით , ვიღაც ქერა ქალი წევს , არ მახსოვს რა მოხდა , საიდან აღმოჩნდა ეს ქალი ჩემს საწოლში , მაგრამ ვიცი რომ უზომოდ მისკდება თავი... ავდექი , ქალმა გამიღიმა და მითხრა ისევ საწოლში დავბრუნებულიყავი , მაგრამ , რატომღაც ინსტინქტურად უარი ვუთხარი და სააბაზანოში შევედი , შემომყვა ... გავერთეთ ... ჩავიცვით და სასაუზმოდ გავედით... ბინა თავდაყირა დგას , არყის ბოთლები , ტანსაცმელები , ყველაფერი იქეთ-აქეთაა მიყრილი , ნამდვილი საღორე... როგორც იქნა ნიკამაც და გიორგიმაც გაიღვიძეს ... ბოლოს ქალები გავაცილეთ , სახლი თავის ფორმაში ჩავაყენეთ და მე სამზარეულოში ყავას ვამზადებ , როცა შემომესმა გიორგის ხმა ....
- ბიჭო , ეს ჯერ არ არის მზად , ჯერ მისთვის არაფერი მითქვამს , არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება ..
- დროა , რომ უთხრა და საქმეში ჩართო , როდემდე უნდა დაუმალო ?
- კი , მაგრა....
უცებ ოთახში შევედი და გიორგიმ ლაპარაკი შეწყვიტა..
- აუ , რა ჯიგარი ხარ , ტო ! ზუსტად ყავა გვჭირდებოდა , თავი ლამისაა გამისკდეს , რამდენი დაგვილევია გუშინ ....
- რაზე ლაპარაკობდით ? რა უნდა ვიცოდე , რაც არ ვიცი ? რას მიმალავთ?
- ბიჭო , მოიცა ჯერ ყავა დავლიოთ და მერე მე და შენ დავილაპარაკოთ ძმურად...
დავლიეთ ყავა , მე და გიორგი გავედით , სამწუხაროდ , ჩემი ეჭვები გამართლდა , გიორგი და ნიკა სახლებს ქურდავდნენ და სურდათ ჩემი მათ საქმეში ჩათრევა ... მე და გიორგიმ ვიჩხუბეთ და უარი ვუთხარი მაგ საქმეში მონაილეობაზე.... ნიკამ და გიორგიმ გამიგეს ... დავიწყე სამსახურის ძებნა და ბოლოს გიორგიმ მიშოვა ერთი ადგილი , მისი ნაცნობის ბარში , მცველად.ხელფასი ნორმაური იყო , მაგრამ ნიკა და გიორგი სულ დროის ტარებაში იყვნენ და მეც , სამწუხაროდ , ჩავერთე მათ დროის ტარებაში , ჩემზეც იმოქმედა დიდი ქალაქის ეიფორიამ ... დავიწყეთ ფულის უაზროდ ფლანგვა... ქალებიი .... ვისკიი ... სიგარეტი ... მარიხუანა ... ეს იყო ჩვენი ძირითადი საზრუნავი , სულ გადამავიწყდა ის მიზანი , რის გამოც ვიყავი აქ , რა თქმა უნდა , დედას და დას ვუგზავნიდი ფულს , მაგრამ სინდისი მაინც თავისას შვრებოდა , რადგან ხომ ვიცით " სინდისი ყველაზე დიდი ინკვიზიტორია " .
ბოლოსდაბოლოს დადგა ის მომენტი , როცა მივხვდი , გავაცნობიერე , რომ ჩემი ქცევით ჩრდილს ვაყენებდი მამაჩემის ხსოვნას , რადგან ვიცოდი , ის ცოცხალი , რომ ყოფილიყო ჩემნაირი შვილით ვერ იამაყებდა ...
როგორც იქნა , ყველაფერი თავის ადგილას დადგა ... ვცხოვრობდი ნორმალური ცხოვრებით , ფულს პატიოსანი შრომით ვშოულობდი, ვურეკავდი დედას და დას , ჩემი და გაიზარდა , აღარ იყო პატარა ბავშვი , რომელიც დავტოვე ... ის უკვე 18 წლის ქალი იყო , რომელმაც სკოლა დაამთავრა და ვის გვერდით ყოფნაც ვერ მოვახერხე ...
ზარი ... ზარი დილის რვა საათზე , ტელეფონს დავხედე და ქართული ნომერია , დედა.. დედა რეკავდა .. ავიღე ყურმილი და ისეთი ამბავი გავიგე , რომ მერჩივნა ფეხქვეშ მიწა გამსკდომოდა... ჩემი და ,ჩემი და გაიპარა , გათხოვდა ...
შეიცვალა ყველაფერი , იმ დღეს მინდოდა მოვმკვდარიყავი, მინდოდა ყველაფერი დამვიწყებოდა , დავურეკე ნიკას და გიორგის , ისინი თავიანთ საქმეზე იყვნენ წასულები .... წავედით ბარში , დავლიეთ , დავლიეთ იმდენი , რომ თვლაც აგვერია , ნიკა და გიორგი გავიდნენ , მე დავრჩი ბარის "სტოიკასთან", უცებ შემომესმა გინების ხმა ..
- Ёб твою мать , сука , иди сюда ! я тебя урою , урод паганый !
შემდეგ მომესმა ნიკას ხმა , გავვარდი ,ვხედავ ნიკა ჩხუბობს ვიღაცასთან , ვიღაც რუსთან, ვუყურებ გიორგი სადაა , უცებ ვხედავ სისხლს , ვხედავ ვიღაც დასახიჩრებული აგდია ... გიორგი ... გიორგი იყო , მივვარდი გიორგის , მაგამ უკვე გვიანი იყო , კიდევ , კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან ... ვეღარ ვაზროვნებდი , გავცეცხლდი , აფექტის მდგომარეობამ მძლია , ამოვიღე ჯიბიდან დანა და გავექანე იმ რუსი ნაბიჭვრისაკენ , დავარტყი დანა , ნიკა მაშველებდა , რაღაცებს მეუბნებოდა , მაგრამ არაფერი მესმოდა , ბოლოს მოვიდა მილიცია , ნიკამ მიმატოვა , გაიქცა , თავს უშველა , მე კი ხელებსისხლიანი ვიდექი და ვუყურებდი მილიციის მანქანები როგორ მიახლოვდებოდნენ , არ ვექანებოდი , თითქოს მინდოდა კიდეც , რომ დავეპატიმრებინე... დამაპატიმრეს ... დანაშაული : ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობა ... ოთხი თვის განმავლობაში განიხილავდნენ ჩემს საქმეს ... ელოდებოდნენ ექიმების დიაგნოზს , ელოდებოდნენ იმ ნაძირალას მდგომარეობიდან გამოსვლას და ბოლოს , განაჩენი გამოტანილია ... 4 წელი , 4 წელი იმისთვის , რომ ცხოვრებაზე ვიფიქრო , ვიფიქრო იმაზე თუ როგორ ვერ გავამართლე ჩემი საყვარელი ადამიანების იმედები ...
ციხე... გადაყვანილი ვარ საკანში ... მკვლელები , მოძალადეები , ქურდები , ეს ხომ არ არის ჩემი ცხოვრება , მაგრამ არაუშავს , მე ამას გავუძლებ , გავუძლებ იმ გამოცდას , რომელიც უფალმა მომივლინა , იმისათვის , რომ ცხოვრება მესწავლა ... ამ გამოცდის შემდეგ დავუბრუნდები ჩემს მშობლიურ ქვეყანას , სადაც მელოდება ჩემთვის ყველაზე ძვირაფსი ადამიანი - დედა ...
ნუცა.... ნუცა უკვე ქალია და ოჯახი ჰყავს , რაოდენ დამთრგუნველი არ უნდა იყოს ეს ჩემთვის ... მე რომ გამოვალ შვილებიც კი ეყოლება ...
გავიდა დრო... შევეჩვიე ციხის რეჟიმებს , ტელეფონნიც კი მაქვს , რა თქმა უნდა , ჩუმად , ისე , რომ ძაღლობამ არ აღმოაჩინოს ... ინტერნეტი , ერთადერთი საშუალება, რითაც ვეკონტაქტები ხალხს.
ყველაზე ბედნიერი დღე....
რადიკალური ცვლილება ჩემს არსებაში , გადატრიალება , რევოლუცია , რომელმაც შემცვალა , სხვა ადამიანად მაქცია ...
საკანი ... ძაღლობის „ობხოდი“ დამთავრდა , გაიჩხრიკა მთელი ციხე , ზოგს აღმოუჩინეს ტელეფონები , ზოგს კი ვერა ,ციხეში ყოფნა ბევრ რაღაცას გასწავლის ... როგორც ყოველთვის გადავრჩი , გადარჩა ჩემი ტელეფონი , შემრჩა გარემოსთან და ხალხთან დასაკავშირებელი საშუალება...
პერიოდი , როდესაც odnoklassniki.ru იყო ყველასთან კავშირის საშუალება . სურათები, სტატუსები, შეფასებები და სტუმრები ... ზუსტად ერთ-ერთმა ჩემმა სტატუსმა შემიცვალა ცხოვრება , მოახდინა სრული რეფორმაცია ჩემს ცხოვრებაში ....
სტატუსი:
„ Люби меня как роза воду , а тебя как вор свободу ! „
ალბათ , გაგეცინებათ და იფიქრებთ , როგორ შეიძლება ერთმა უბრალო , ბანალურმა სტატუსმა ვიღაცის ცხოვრება შეცვალოს , ეს ადრე ჩემთვისაც დაუჯერებელი იყო , ვერასოდეს ვიფიქრებდი , რომ ეს სტატუსი რაღაცას შეცვლიდა ჩემს ცხოვრებაში ,მაგრამ როგორც ვამბობთ , ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს , არავინ ვიცით რა სიურპრიზი გველოდება ცხოვრების გზაჯვარედინზე ... ჩემი ცხოვრების ყველა სიურპრიზთაგან ეს სიურპრიზი იყო ჩემთვის საუკეთესო . დაგღალეთ ჩემი ემოციებითდა , ალბათ , გაინტერესებთ რა მოხდა ისეთი , რაზეც ამდენს ვწერ..
ერთი საღამოა , საკანში ვწევარ და შევდივარ ჩემი ტელეფონით odnoklassnik-ში, რათა ჩემი ახალშობილი დიშვილის სურათები ვნახო ... დრო მაქვს ძალიან ცოტა , მეშინია ... მეშინია სადმე „ნასედკები“ არ იყვნენ და ძაღლობასთან არ ჩამიშვან. ჩემი დიშვილის სურათები ვნახე , ჩემს დასაც ვეკონტაქტე და უცებ სტუმრებში და შეფასებებში ამომიგდო , რომ ვიღაც გოგონამ მოიწონა ჩემი სტატუსი .დამაინტერესა და შევედი მის profile-ზე , სახელი და გვარი არ ეწერა , მაგრამ სურათები ჰქონდა , შევექეცი მისი სურათების თვალიერებას , სულ გადამავიწყდა „ნასეტკები“ და ძაღლობა .. მახსოვს ჰქონდა დიდი ცისფერი თვალები და გასაოცარი ღიმილი , მომხიბლა ამ გოგონამ ... ვფიქრობდი მივწერო თუ არა და ამ ფიქრებში ხმაური შემომესმა ... ძაღლობა.... ძაღლობა მოდის ... უცებ გულზე ელდა მეცა , შემეშინდა , ვაი თუ ტელეფონი ჩამომართვან , ვაი თუ ეს გოგონა ვეღარასოდეს ვნახო და ვეღარასოდეს შევეხმიანო . საკუთარ თავს პირობა მივეცი , თუ ტელეფონს გადავარჩენდი იმ გოგონას აუცილებლად მივწერდი. ღმერთს მადლობა , ტელეფონის დამალვა მოვახერხე , შევედი ისევ ჩემს გვერდზე , ის გოგოც, თითქოს ჩემი ბედისწერა, online-ში იყო , დიდი ხანი ვფიქრობდი მიმეწერა თუ არა , მეშინოდა რეაქციის , ვაი თუ ჩემი შეეშინდებოდა , შეეშინდებოდა , იმის რომ პატიმარი ვიყავი ... გავბედე ... გადავდგი ნაბიჯი მისკენ , ეს იყო ბრმადგადადგმული ნაბიჯი, რომელიც არ ვიცოდი გადამჩეხავდა უბსკრულში , თუ სწორი ნაბიჯი იქნებოდა ... დღესაც მახსოვს პირველი SMS , არ ვიცოდი ქართველი იყო თუ არა , რადგან ძალია ჰგავდა რუსს...
პირველი SMS – Ты грузинка?
SMS გავაგზავნე და გულისფანცქალით ველოდებოდი პასუხს , ხუთი წუთი გავიდა და არაფერი მოუწერია, იმედი გადამეწურა , უკვე ტელეფონის გათიშვას ვაპირებდი , როცა მოვიდა პასუხი... დიახ ... ! ეს ის იყო , გამომეხმაურა , მომწერა... ჩემზე ბედნიერი არავინ იყო , ვფიქრობდი ნუთუ ბოლოსდაბოლოს ჩემთანაც გამოიდარა , ამოვიდა მზე ჩემს საკანში?
მომწერა: - Да я грузинка , а что не похожа?
- ისეთი გარეგნობა გაქვს , რომ რუსი მეგონე..
- ხო , მივხვდი , ყველას ეგრე ჰგონია და შევეჩვიე უკვე..
ასე დაიწყო ჩვენი მიმოწერა,ყოველ ღამით შევდიოდი მის სანახავად და ისიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს , ეგრევე შემოდიოდა , თითქოს გრძნობდა მე ,რომ იქ ვიყავი . ისეთი კეთილი იყო , ჭკვიანი , ლამაზი , სათნო ... მისი აზროვნება მაოცებდა, მაოცებდა ის რომ 18 წლის გოგონას მის ასაკთან შედარებით უფრო ზრდასრული შეხედულებები ჰქონდა... ჩემსავით აინტერესებდა ჰოროსკოპები , მხატვრობა , ფილოსოფია... ყველაფერი ისე მიდიოდა , თითქოს ღმერთმა შანსი მომცა , რომ ცხოვრება თავიდან დამეწყო ... ვწერდი სულ , ვწერდი ყველაფერზე , ისიც ყველაფერს მიგებდა ... სწავლობდა , კარგი მოსწავლე იყო , შეყვარებული არასოდეს ჰყოლია , რაც ძალიან იშვიათია ჩვენს დროში .. მახსოვს მისი სიტყვები შეყვარებულთან დაკავშირებით , ის ამბობდა , რომ თუ ადამიანი მთელი გულით არ უყვარს ისე ვერ იქნებოდა მასთან, რადგან მოდას არ იყო აყოლილი... ერთ დღეს სურვილი გამიჩნდა , რომ მისთვის დამერეკა , ვთხოვე , მაგრამ უარი მითხრა , შეეშინდა , მაგრამ არ ვიცი რატომ . იცოდა , რომ ყოველდღე ვერ დავურეკავდი , იცოდა , რომ მხოლოდ ერთხელ დავრეკავდი , რათა მისი ხმა ერთხელ მაინც გამეგო და ერთხელ მაინც დავლაპარაკებოდი , მაგრამ არა , მაინც არა ... ოჰ , ეს მისი სიჯიუტე ! მომწონდა , მაგრამ იმ მომენტში მინდოდა , რომ ჩემ გამო პრინციპებზე ეღალატა ... ეს სურვილი სურვილად დარჩა , ნომერი არ მომცა ...
მიმოვიხილეთ ყველა დეტალი ცხოვრებისა , მომწონდა მისი შეხედულებები ცხოვრებაზე , მაგრამ მეშინოდა , რომ ეს უბრალოდ სიტყვები იყო და მისთვის უბრალოდ გასართობი ვიყავი , ვფიქრობდი , ნეტა იმის გამო ხომ არ მეკონტაქტებოდა , რომ უბრალოდ უჩვეულო იყო მისთვის ეს ყველაფერი , იქნებ უჩვეულობა ართობდა და იტაცებდა ? მაგრამ არა ! ვიცოდი , რომ მე მისთვის უბრალოდ გასართობი არ ვყოფილვარ ... გავიდა დრო , ჩემი მისდამი დამოკიდებულება შეიცვალა , მე ის შემიყვარდა , შემიყვარდა ისე , რომ არც კი ვიცნობდი , არ ვიცოდი როგორი იყო რეალურად , რა თქმა უნდა , ვიცოდი მასზე ყველაფერი , რა უყვარდა და რა არა , სამწუხაროდ , ისიც ვიცოდი , რომ მიყურებდა , როგორც მეგობარს და ვერასოდეს შემომხედავდა ისე , როგორც ვუყურებდი მე მას.. საკანში წოლისას მთელი ღამე ვფიქრობდი მასზე , ვფიქრობდი იმაზე , რომ ოდესღაც ვნახავდი და რეაურად ჩავიკრავდი გულში..... არასოდეს მდომებია თავისუფლება ისე, როგორც მაშინ მინდოდა , მზად ვიყავი ყველაფერი დამეთმო იმისთვის , რომ მხოლოდ ერთხელ მენახა და გულში ჩამეკრა... სინდისი მქენჯნიდა იმის გამო , რომ ვერ ვეუბნებოდი , ვერ ვუტყებოდი ჩემს გრძნობებში. ათასჯერ დავწერე და ათასჯერვე წავშალე მისთვის გასაგზავნი სასიყვარულო წერილი , ის ჩემში იყო , ჩემი იყო . ვგრძნობდი , რომ რაღაც გვაკავშირებდა , რაღაც უხილავი , რამაც შემახვედრა მასთან ...
ბოლოსდაბოლოს მოვუახლოვდით დღევანდელობას , ამიერიდან , რასაც დავწერ , იმას დავწერ , რაც ჩემს ცხოვრებაში ახლა ხდება ... როგორც იქნა , გუშინ მოვიკრიბე გამბედაობა და მივწერე ჩემს საყვარელ ლილეს. მივწერე ის თუ როგორ შემიყვარდა სულითხორცამდე , როგორ მიყვარს მისი ყოველი მონაწერი და თუ როგორ ვუყურებ დღედაღამ მის სურათებს , როგორ მინდა ერთ დღეს ვნახო და ეს ყველაფერი პირადად ვუთხრა… ამ SMS-ის გაგზავნიხ შემდეგ ისევ იმ შიშმა შემიპყრო , როგორმაც მაშინ , როცა პიველად მივწერე.. შემეშინდა მისი რეაქციის და იმის, რომ ჩემთან კონტაქტი არ გაეწყვიტა , არ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან ის მზე , რომელმაც წელიწად-ნახევრის წინ გამოანათა ჩემს საკანში...
გუშინდელი მისი რაექცია ჩემთვის დამთრგუნველია , რადგან ისე აღარ მწერს, როგორც ადრე ,თითქოს თავს მარიდებს ... დღესაც შევედი მის გვერდზე , არ არის შემოსული , ვათვალიერებ მის სურათებს უკვე მემილიონეჯერ და უცებ შემოანათა , მივწერე , პასუხი არ მომწერა ... გულში , რაღაც სიცივე გიგრძენი , თითქოს სიბნელემ დაისადგურა ჩემს გუსლსა და გონებაში... მთელი დღე ველოდებოდი მისგან წერილს , მაგრამ არა , არ მწერს , ზუსტად მაშინ ქრება ჩემი ცხოვრებიდან , როცა ჩემს თავისუფლებას სამი თვეღა აკლია, მაშინ , როცა სამ თვეში დავბრუნდები საქართველოში და ვნახავ მას - ჩემს საყვარელ ლილეს... მთელი დღე მის გვერდზე გავატარე და ბოლოს გამოვედი , იმ იმედით , რომ დილით დამხვდებოდა მისი წერილი....
დავბრუნდი , მაგრამ , სამწუხაროდ , ცუდი ამბებით... მთელი ღამე თეთრად გავათენე , დილით ჩამძინებოდა და უცებ გამომეღვიძა... შევედი ინტერნეტში , SMS , SMS დამხვდა , სიხარულით კინაღამ ცას ვეწიე , მაგრამ ამაო იყო ჩემი სიხარული , მისგან მოვიდა მხოლოდ ერთი SMS „ბოდიში“ , პასუხის დაწერა დავაპირე და SMS არ გაიგზავნა , დაბლოკიი ვყავდი ...
ღმერთო , რატომ , რატომ მწირავ , რატომ მართმევ ყველა იმ ადამიანს , რომელიც ასე ძალიან მიყვარს , ნუთუ არ ვარ ღირსი , რომ მეც ვიყო ბედნიერი ?
--------------------
ალბათ , გასაკვირია , სამი თვის განმავლობაში არაფერი დამიწერია , რადგან ლილეს წასვლის შემდეგ , ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა ისეთი , რისი დაწერაც შეიძლებოდა ... ერთადერთი სასიხარულო ამბავი მოხდა ჩემს ცხოვრებაში , ის რომ ახლა უკვე თავისუფალი ვარ , მაგრამ ეს თავისუფლებაც არ არის ჩემთვის სრულყოფილი.. ნუთუ შესაძლებელია , რომ თავისუფლებაზე მატად ერთი გოგონას სიყვარული სწყუროდეს პატიმარს ?
გადმოვფრინდი საქართველოში , ვნახე ყველა ვინც ასე ძლიან მენატრებოდა , ჩემი და, დედა , გავიცანი ჩემი სიძე და დიშვილები , მაგრამ რაღაც მაინც მაკლია , მაკლია ლილე,რომელიც აუცილებლად უნდა ვიპოვო , არ ვიცი როგორ , მაგრამ ვიპოვი..ჩემო მკითხველო , დაგიბრუნდები მაშინ , როცა ვიპოვი ლილეს და , ვიცი , რომ ეს აუცილებლად მოხდება ....
-------------------
ვიპოვეე... დავბრუნდი , ბევრი ვეძებე , მის მშობლიურ ქალაქში . ახლა ვიცი ლილე სადაც არის , სამწუხაროდ , იქ აღარ ცხოვრობს , მაგრამ ვიცი , რომ თბილისშია და სწავლობს .. ჩავაკითხავ , ვნახავ და ჩავიკრავ გულში .. მკითხველო , ვიცი , უკვე დაგღალე , მაგრამ ისევ უნდა შევწყვიტო წერა და დავბრუნდები მაშინ , როცა ვნახავ ლილეს ...
-------------------
ცუდად ვარ ... გული ცარიელი მაქვს , სული კვდარი ... ვიპოვე ლილე , დავინახე , ისეთივე იყო , როგორიც წარმომედგინა ... გრძელი , ქერა , ხვეული თმებით , ცისფერი თვალებით , პატარა , სულ პატარა ... ისეთი კარგი იყო , რომ თვალს ვერ ვწყვეტდი , მისი უნივერსიტეტის კიბეებზე ჩამოდიოდა , ვაკვირდებოდი , ვფიქრობდი , როგორ მივსულიყავი , რა მეთქვა მისთვის ?
ლილე ჩამოვიდა კიბეებზე , გავარდა ძალიან ჩქარი ნაბიჯებით , ქუჩაზე გადასასვლელად , მეც დავედევნე და უცებ...... ისევ , ისევ ავარია , ისევ სულის ამაწიოკებელი სიცივე ... ლილეს მანქანა დაეჯახა , მივვარდი , გულში ჩავიკარი , შემომხედა , გამიღიმა და უცებ თვალები დახუჭა... ისე წავიდა ჩემი ცხოვრებიდან , რომ ვერ მოვასწარი მისთვის მეთქვა , თუ როგორ ძალიან მიყვარდა .....
( მესაფლავე )
აი , ამით დასრულდა პატიმრის ჩანაწერები , ჩანაწერებიდან ვეღარავინ გაიგებდა , როგორ განვითარდა ალექსანდრე ჩიქოვანის ცხოვრება , მაგრამ მე ვარ მომსწრე , მომსწრე ვარ ამ ადამიანის სიყვარლის , ადამიანის , რომელიც მთელი დღე და ღამე , ყოველ დღე არყით ხელში ატარებდა დროს ლილეს საფლავზე, სანამ ერთ შემოდგომის დღეს თვითონაც არ გარდიცვალა ლილეს საფლავის ქვაზე პირქვედამხობილი ... ჩემს სასაფლაოს კიდევ ერთი საფლავი შეემატა , ზუსტად ლილეს საფლავის გვერდით , რომელსაც მთელი გულით ვუვლი ...
ამ დღიურის გამოქვეყნება იმიტომ გადავწყიტე , რომ არ მინდოდა ამ ორი ადამიანის ცხოვრება , როგორც აკო წერდა , მხოლოდ ტირეთი შემოფარგლულიყო , რადგან მჯერა , რომ აქ თუ არა , საიქიოში მათი სულები მაინც ერთად იქნებიან , რადგან ყოველი დასასრული ხომ ახალი დასაწყისია ....
04.05.2014
მაკა კირჩხელი







  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •