მერე ის ლექსი არავის გვახსოვს... ელიზბარ გაბუნია
პოეზია
25,01,2016
0/1

კაცს ვინ კითხულობს,
ან მის ლექსს გულით;
არც პურს გაძლევენ,
რომ გაძღე პურით.
ლექსს აფასებენ
მხოლოდ ქულებით;
ლექსს ივიწყებენ
მერე სრულებით.
მერე ის ლექსი
არავის გვახსოვს,
ასე ხდება და
ჩვენც ასე გვაწყობს.
გვინდა პოეტი
მშიერი იყოს,
გვინდა პოეტი
შიმშილით მოკვდეს;
გვინდა პოეტი
სულელად ჩანდეს;
და ვით პოეტმა
ციდან გადმოხტეს.
დღეს ყველაფერი
ფარსია ფარსი,
ნუთუ ეს არის
ცხოვრების არსი?!
ასი კაციდან
თუ ცრუობს ასი?!
ნულია კაცის
და ნიჭის ფასი,
ნეტავ ცხოვრება
რად არის თარსი?



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!