საუბარი სტუმართან, სვანეთის გზაზე ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-10-10 16:23:44
291/28

სხეულში ,სისხლი სხვანაირად აქ იწყებს ქროლვას,
რომ მიადგები,ვიწრო კლდე-კარს და არის თოვა.
ცხენისწყლიდან რომ გაიგონებ,ფონგაშლილ გლოვას,
მაშინ,სვანური \"ლილეოს\" და ნაბიჯის დროა,

ნაბიჯის იქით,საიდანაც მოდის \"ლაშხური\",
წინ გეგებება ეს სვანეთი ვერდალაშქრული.
პირველ მასპინძლად დაგიხვდება \"ნაშამუარი\",
იცოდე მუხბე!რახის სმაზე არ თქვა უარი.

და ჩვენ აქედან, რახნასვამი მივყვეთ ხეობას.
მე დაგპირდები, არგანაგონ, უწყვეტ ღრეობას.
მაგრამ,ღრეობას, არა ბილწს და ჩვენთვის უმგვანოს,
ჩვენთან, ზრდილობას პურიტანი ჩიტი უგალობს.

მოდი ძმობილო,გავაგრძელოთ კუთხის გაცნობა.
ერთი იცოდე!არ შეშვენის,კაცს აქ ანცობა.
ეს კუშტი მთები,დღე და ღამე,მუდამ მელიან,
შენც მიგახვედრებ მათ გარეშე რარიგ ძნელია.

ოღონდ,ცოტა ხანს დამაცადე,განახო სრულად,
ჩემი სვანეთი და სვანური გიძგერდეს გულად.
ამ ხეობების,უბოროტო მზერა შეიგრძნო
და ნაკოშკარზე,ჯიხვის მწვადით წაგაქეიფო.

ნაბახუსევზე,მოგაწოდო მომჟავო წყალი,
შემდეგ კი,ხელის დასაბანად, მოვიხმო ქალი.
მერე სუფრასთან გამისინჯე,დათვის კუბდარი,
და ჭუნირს ხმას გაატანე ქალაქზე დარდი.

შემდეგ მოვახტეთ,შეკაზმულ და ნასუქარ ცხენებს,
გადავუფრინოთ, არჩვის ფლოქვით დატკეპნილ ველებს.
ეს მთელი ღამე გავათენოთ,ცეცხლთან კარავში
და დილით,ცხელი რძე დავლიოთ,როგორც მანავი.

მერე წავიდეთ სანადიროდ,მთაში \"ნალიშის\".
ეცადე,თავი მოაწონო \"დალის ქალიშვილს\".
შენ ამას შესძლებ და ნადავლით,დავბრუნდეთ სახლში.
მერე შავ მოზვრებს,გამოვაბამთ უღელზე მარხილს,

და წავალთ, თივის მოსატანად,მთასთან \"ჩეროში\",
იქვე კავ-ძუას წამოვაგებთ,თხილის ღეროზე.
დავიჭერთ კალმახს და შეგიწვავ,ბწკალზე თევზის მწვადს,
ბოლოს სუფრაზე,დაგლოცავენ როგორც მარჯვე ნადს.

და ეს მთელი თვე,გავატაროთ შრომა-ქეიფში.
მერე ვიცი რომ მთელ წელს გალევ,სვანეთზე ფიქრში.
გავა წელი და ისევ მოხვალ,ოღონდ უჩემოდ,
კვლავ მიადგები, \"მურის\" ხიდს, რომ დარდებს უშველო.

ერთი იცოდე!აქ ახლა ხარ მუხბე,სტუმარი.
არ მოგაკლებენ მასპინძლები,ზღაპრულ პურ-მარილს.
ჩვენ შეგიყვარეთ და მოგელით,გაშლილ ხელებით,
ყოველ წელიწადს,გვესტუმრე და მოგეფერებით.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    გაიხარე მუხბე..და საიდან იცი მეგრელმა კაცმა სვანური?:)
    ხოჩა ლადეღ მუშვან მარე .. ხოჩა ლექს ლი .
    გელოდები ხვალ ახალი თემით :):)
    ამ შაბათ-კვირას... დღეს ცოტა პროზის ხასიათზე ვარ და ხვალიდან შეიძლება დავბრუნდე შაირში :))
    გაიხარე ზაზა..როდის ვიშაიროთ კიდევ?ბოლოს ისეტი მომწერე სურვილი დამიკარგე მწარე მომეწერა,ტკბილ კაფიას კი გემოს ვერ ვუღებ :):)
    კარგი ლექსია ძმავ!
    გადაუფრინოთ-გადავუფრინოთ
    და კიდე რაღაც-რაღაცეები

    +1
    მუხტი კი, მაგრამ...
    ჰოდა, ზაზა, არ ვარ ბათუმელი და სვანეთში ამიტომ არ წამიყვანთ? sad sad sad
    ზაზა-ბათუმელი უჩემოდ მოგიწევთ სტუმრობა და არ იქნება ეგ ლამაზი ჩემო ზაზა :):)ასე რომ სჯობს ცოტა მოიცადო და მომავალ ზაფხულს გეპატიჟებით სწორედ ისეთ სვანეთში რაც აქ წერია..მანამდე კი ბარცელონაში ხართ დაპატიჟებულები:)
  • 18
  • ზაზა-ბათუმელი
  • 2011-10-13 01:41:28
  • მოკლედ ასე:
    ბათუმელი პოეტების სტუმრობა სვანეთში, "საქმე ლაპარაკის ნაცვლად", ადგილზე შევისწავლოთ ვითარება smile
    რო ამინუსებთ მიზეზიც მიუთითეთ :)გულწრფელად მაინტერესებს მიზეზი ამ მინუსებისა
    მაგას ჩვენ თვითონ გავარკვევთ დავით.ოკ??
    მოიცა ზემო სვანი რომ ყოფილიყო რა არ იქნებდა თუ? ...
    კი ქვემო სვანი ვარ:)
    კიიიი თუ ქვემოსვანი ხარ შენიც იქნება ლიპო...
  • 12
  • დეა ვებერი
  • 2011-10-12 17:21:41
  • მომეწონა. კარგი და მუხტიანი ლექსია. ++
    მეც ვუერთდები ცისკიდურელს. მიყვარს სვანები და პატივს ვცემ ... :)
    ბექა ხერგიანი ხოჩა მარე ხი სი ;)
  • 10
  • ბექა ხერგიანი
  • 2011-10-12 17:01:20
  • მიშგუ ლადაღ სი მუხბე :)
    ცისკიდერელი გაიხარე!!დიდი დიდი მადლობა feel
  • 8
  • ცისკიდურელი
  • 2011-10-12 16:48:51
  • მომწონს ამ ადამიანის ლექსები ხოლმე.. smile უუუჰ,მიყვარს რა სვანები.. love
    მანუ შენი სვანეთი ჩემი არაა?:):)
    აიი ჩემ სვანეთში მომინდა უზომოოოდ... + ლიპო
    უმაგრესია ლიპ, სვანი უნდა იყო ეგრე რომ დაწერო)
  • 4
  • მირზა პ
  • 2011-10-11 18:57:07
  • კარგია სვანო smile +2
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-10-10 18:53:10
  • თავიდან უკეთ დაიწყო...
    მგონია რომ აქ კარგ ლექსებს ვნახავ.

    +
    დიდი მადლობა შესწორებისტვის ნათია.რაც შეეხება ადრესატს ჩათვალე შენც ხარ ყველა შვანეთის სტუმარია ლექსის ადრესატი:)
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2011-10-10 18:12:15
  • უუუხ,პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ლექსის წაკითხვისას მომინდა ადრესატი მე ვყოფილიყავი, ისეთ კარგ, საინტერესო და ლამაზ რამეებს ჰპირდები,ლიპო.

    მაგრამ... ახლა მოვყვები "მაგრამ-ებს".

    პუნქტუაციის ამბავში ძალიან გადასახედია, ლიპო, ნაწერი.
    რა რიგ ძნელია რარიგ - ერთად.

    მართლა ისეტი, გემრიელი მთის მუხტი აქვს ნაწერს, ტექნკური თვალსაზრისით ვგრძნობ ეს ავტორი წინ და წინ წავა.


    ჰოდა, კიდევ - სათაურში "საუბარ" - "ი" შეგენბულად გამოტოვე თუ კორექტურაა მანდ?