კეთილშობილ უსინათლოს ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-11-04 10:29:49
124/6

ჩინდაკარგული თვალების იმედიანი მზერა.
მწვანე სამყაროს დალევის წყურვილს,რომ ვერ გრძნობს ვერა.
გადაქცეულა წყვდიადის დაუსრულებელ ერად.
დედამიწა, რომ მოხატა უფერადებელ ფერად,
მე ამ ჩამქრალი თვალების იმედიანი მზერის,
გულში ანთებულ ალების უალობით, რომ მღერის,
ვერ დავივიწყე,სითბო და ეს გადამექცა წერად,
რადგან მე მათი მოთეთრო თვალკეთილობის მჯერა.
ჩინდაკარგული თვალების ბევრისმეტყველმა მზერამ,
თეთრი ხელჯოხის ცეცებით ჩიტისებურმა ფრენამ,
თვალდაფჩენილი დამტოვა და შენგან ვითხოვ შველას,
მინდა,რომ არ მიმატოვო,რომ გავაგონო ყველას:
მე თვალხილული საბრალო,ფერების დოქით მსმელი,
ვნატრობ შენს გულს და სამყაროს და დაბრმავებას ველი.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 5
  • ani matisi
  • 2011-11-04 19:06:47
  • ლიპო ამჯერად არ მომეწონა მე, ძალიან "ჩახუჭუჭებული" გაქვს, დავიღალე კითხვისას, ძალით გართულებულს გავს(ეს მხოლოდ ჩემი აზრია)

    არ ვაფასებ ამ ჯერად და შენ უკეთესადაც შეგიძლია წერა

    და ამ პუნქტუაციას კიდე დაუმეგობრდი როგორმე


    სმაილი დამავიწყდა ბოლოში lol აჰა
    დიდი მადლობა ყველას
  • 3
  • ბაჩუა ეჯიბია
  • 2011-11-04 15:53:21
  • Imdenad msiamovnebs tqveni leqsebis kitxva ,is certil mzimeebi tavistavad lagdebian kitxvisas taviant adgilze. Gaixaret.
    +++
    რადგან მე მათი მოთეთრო,თვალკეთილობის მჯერა.

    მეც ეს გამოვარჩიე...
    ლიპო, სასვენი ნიშნები ისე ცუდად გაქვს გამოყენებული, იმდენად არასწორად... მე რომ სასვენი ნიშანი ვიყო, ყურებს აგიწევდი wink wink wink
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2011-11-04 14:54:32
  • რადგან მე მათი მოთეთრო,თვალკეთილობის მჯერა.


    ამ ფრაზას მძიმის გარეშე- ვუწერ პლიუსებს. ლიპო, ამ ნაწერს გავრანდავდი შენს ადგილზე, ნაუცბათევ-ნაჩქარალი მეჩვენა.