ნეტავ ვინ ვარ? ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-11-21 11:29:16
197/10

არ ვარ ორგული,არც ერთგულებს არ ვგავარ ქცევით,
არ მაქვს ნამუსი,ულვაშიც მაქვს და ცოტა წვერიც.
ვარ პურიტანი,თან უხამსად ვაგინებ ყველას,
ჭირთამთმენი ვარ,ყოველ წამს კი მოვითხოვ შველას.
მიყვარს სამყარო და ვერ ვიტან ადამის მოდგმას,
ვარ აზრიანი,თან ვერ ვიშლი უაზრო ბოდვას.
არ ვარ პოეტი,თან ლექსებს ვწერ,თან მინდა ვიყო.
ცბიერი ვარ და მეძახიან:ბოთეს და ბრიყვოს.
ურჯულო ვარ და დაწოლის წინ ვლოცულობ ღამით,
ტვინი არ მაქვს და ნეტავ ,რატომ მისკდება თავი.
ფრთები არ მაქვს თან გამუდმებით დავფრინავ ცაში,
საერთოდ არ ვჭამ,ნეტავ რატომ მეზრდება ფაშვი.
სულ დავიბენი,დავიკარგე,საერთოდ ვინ ვარ?
ნეტავ საიდან გავიგონე ოხვრა და გმინვა?
ეს მე ვარ ალბათ,ან მეორე მემ დამიძახა
-მიწა იყავ და აჰა ხედავ?ისევ მიწა ხარ.
არც ჭკვიანი ვარ ,არც უჭკუო,არც მადლიერი,
არც უმადური,არც სუსტი და არცა ძლიერი.
ერთი უბრალო წერტილი ვარ მრავალწერტილის...
ალბათ ჩემს გამო სულ არავინ,არავინ ტირის.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 9
  • ციცინო ბუკია
  • 2011-11-24 01:52:51
  • მე მომეწონა, თითქოს მსუბუქია, მაგრამ რომ ჩაუკვირდე, არის რაღაც უზომოდ სევდიანი არმ ნაწერში. სწორედ ამითI მიიქცია ყურადღება
    გაიხარე ანი.ამ ლექსს არც უნდა ჩაუღრმავდე განწყობის შესაქმნელად უნდა წაიკიტხო და გაატარო..გეკადრება როდის მწყენია მე მსგავსი კრიტიკა.რაც მწყინს ცინიკური და უხეში კომენტარებია რაზეც მძაფრი რეაქცია მაქვს ხოლმე:)
  • 7
  • ani matisi
  • 2011-11-22 20:07:45
  • ლიპო თავიდან სულ სხვა განწყობით დავიწყე კითხვა, ნაწერის შესაბამისად და მერე ვფიქრობ შეუსაბამო "იუმორისტული" ადგილები იყო"ტვინი არ მაქვს და ნეტავ ,რატომ მისკდება თავი">>>თუნდაც ეს ადგილი, ასევე "ბოთე და ბრიყვოც"(ნათიასი არ იყოს) ასევე სუბიქტურად ცუდად მომხვდა...

    ფინალიც, გადაწყვეტაც არ მომეწონა სამწუხაროდ...
    სუბიექტურად და ალალად ვიტყვი მსგავსი ლექსები ნაკლებად მხიბლავს...

    ეს რათქმაუნდა არასაწყენდ რაც ჩამოვთვალე და
    წარმატებები შეუფასებლად დავტოვებ ამჯერად.
    არ დამისაბუთებ რატო ვაფშემც არა?რა არ მოგეწონა იქნებ მიმითითო რო გამოვასწორო.ველოდები რჩევას.
  • 5
  • უჩა გოგიძე
  • 2011-11-21 21:19:42
  • ნამდვილად კარგი ლექსია :)
  • 4
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-11-21 18:48:09
  • ახლა აქ რისი თქმაც შემიძლია, მხოლოდ ისაა,რომ მწერალმა, თავისი ლექსებით და პერსონაჟებით უნდა ილაპარკოს საკუთარ თავზე, ჩემი აზრით. არ მომწონს, როცა პირველი პირი ყველაფერს გადმოსცემს. ჯობს, უფრო შეფარული/შენიღბული ნაწერი იყოს.

    +1
  • 3
  • ნათია პაპიძე
  • 2011-11-21 18:27:21
  • ის გაღრეჭილი სმაილიკი ეკუთვნის – "ბრიყვოს" და ქვევით რანაირად ჩამოხტა? recourse
    მადლობთ ნათია გაიხარე
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2011-11-21 18:16:08
  • მიყვარს სამყარო და ვერ ვიტან ადამის მოდგმას–ხშირად მეთქმევინება ეს სიტყვები, სისუსტეების მომენტებში.
    უჭკუა – კორექტურა.
    წერთილი – კორექტურა.

    სასვენ ნიშნებს გადახედე,ლიპო.
    და კიდევ, სუბიექტურად არ მომეწონა "ბრიყვოს"
    სხვა მხრივ მომეწონა აზრი ნაწერის.
    lol