წერილი ბათუმიდან შეყვარებულს ბათუმში ADOLF KOMUNIST
იუმორისტული
2012-02-28 02:07:55
249/9

ბათუმი ნაპირს გადაეტიხრა,
სიცხეა სიკვ-დი-ლა-მდე მოკვდები,
მაგრამ შენ ქოლგით წყალში შედიხარ
და მაგ დროს ციდან ზღვა ჰგავს კოქტეილს.

შეუერთდები ტალღას ჩარტერულს,
ტალღას ბრჭყვიალას და მოზიმზიმეს,
მერე სულივით აგიმჩატდება
მზისგან დამწვარი მკერდის სიმძიმე,

აგიმჩატდება დროის ლიმიტით,
გაგახსენდები - მერვედ - ქმარიანს
და როგორც ექო \"ცხელი სიმინდის\"
მოკვდება შენი ვნების არია.

ტანსაცმელს წყალშიც ვერ შემოიხევ,
ვეღარ იხილავს ხალხიც სეირებს
შემდეგ ბათუმში ვიღაც შეიხის
ქუჩაზე - დარდით გაისეირნებ.

გულში გაივლებ რომ ხარ მაგარი,
თუმც სიორჭოფეს ფილტვში ჩაკეტავ,
მოლა გაგონებს რახან გაგარინს
და მინარეთი კიდევ რაკეტას.

იტყვი - აღარ მსურს დროის ჯებირი,
რომ გავუმაგრო აწი პაიკებს
და საკონკურსე ფოტოებივით
ჩემს ყველა სტატუსს დაალაიქებ.

მაგრამ ძვირფასო, რა ვქნა? ვერ ვძღები,
ისე ვარ ახლა როგორც დევნილი,
შენ კი მოდიხარ და ხელს კვერცხებზე
ამ დროს მალაგებ შლოპანცებივით.

რა ნიკოფსია, რა დარუბანდი?
დამცინი? - ახლა ნახავ ორ ამდენს,
გადაჭიმულა მთელი უბანი
რედისონიდან - შერატონამდე!...
.
.
ფ ა რ დ ა



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    :)აგიმჩატდება დროის ლიმიტით,
    გაგახსენდები - მერვედ - ქმარიანს
    და როგორც ექო "ცხელი სიმინდის"
    მოკვდება შენი ვნების არია.

    ++
    კაი გამარჯობათ თქვენი. მევედი იმ ადგილას, საიდანაც წევედი. ახლა არ მცალია იმის მოსაყოლად, თუ რატო წევედი, მაგაზე მერე...
    მევედი და დამხვდა ჩემი ადოლფი სასოწარკვეთილებაში. ეტყობა რო დოუბინდა თვალები, ბულვარზე ჩამოტარებულმა "ცხელი სიმინდი"-ს ექომ. არა, ვერ მივატოვებ მე მაგას ამფერ განსაცდელსში, ჰოდა ერთი უნდა დავარიგო მეგობრულად ჭკუაზე.


    რა უნდა უთხრა ქალს, შეყვარებულს,
    ჩერეზ თურქეთით რომც ქნა ჩარტერი?..
    კიტრი დახრუკა მზეებმა წლოულს,
    გასაჩარხია სადმე ბარტერი.

    რას მოთხოვ კაცი ძამა სიყვარულს?
    ან მითუმეტეს რას თხოვ შლოპანცებს?
    ვინ დაგანებებს, უთხრა ნიხაჩუ,
    მაგი კვერცხები თუ არ მოქანცეს?!

    ხელს ნუ კრავ, ქალი მაინც ქალია,
    პუსტ ტვოი სურატებს კვლავ ალაიქებს,
    სად ნახავ აწი მერვედქმარიანს,
    ჩამოუარო თუნდაც საიტებს.

    ვიცი შორია ნიკოფსია და
    თვალუწვდენელში დგას დარუბანდიც...
    ქე ჯობს მზით დამწვარ მკერდის სიმძიმეს,
    ყველი და მზეზე ნაფიცხი მჭადი.

    მარა, შენ ადოლფ ჭკვიანი ხარ და,
    ქე იცი თავად, რაფრა მეიქცე...
    თუარა "ცხელი სიმინდი" დარჩათ
    მახმუდ ხანებს და აღა შეიხებს.

  • 6
  • არამითი777
  • 2012-07-04 08:42:03
  • მოლა გაგონებს რახან გაგარინს
    და მინარეთი კიდევ რაკეტას.

    ამ ადგილას მაგრად ვიცინე:))) +2
    მაგარია:)))

    +++
    მდააა, +++
    ადოლფ ეს შენი ლექსია თუ როისი?? წეღან ვნახე ფეისზე ეს ლექსი როის ედო კედელზეე... თუ შენ და როი ერთი და იგივე ხართ??
  • 2
  • ოთარ პაპიძე
  • 2012-02-28 02:11:36
  • ფარდააააააააააააააააა :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
  • 1
  • ა__ჩ__ი
  • 2012-02-28 02:10:42
  • ჯიგრიანი ლექსია... მოკითხვა ადოლფს!

    +3