ინტერვიუ ორ როინ აბუსელიძესთან, თავმდაბალთან და ამპარტავანთან რ_____ო_____ი
იუმორისტული
2012-03-08 22:55:06
546/21

მოგესალმებით ბატონო როინ ძალიან გვიხარია რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და დიდი მადლობა ამისათვის, მოგილოცავთ ყველა დღესასწაულს და გადმოვალ პირველივე შეკითხვით -როგორ ფიქრობთ დარჩებით პოეზიაში თუ არა?

თავმდაბალი როინ აბუსელიძე:

მოგესალმებით, წარმატებებს ვუსურვებს თქვენს ახალ გაზეთს \"ავტორვიუს\" და გიპასუხებთ დასმულ შეკითხვაზე -
დღევანდელი გადასახედიდან ვფქირობ რომ არის შანსი ჩემი პოეზიაში დარჩენის, მაგრამ წინ დიდი გზაა გასავლელი ამისათვის, ბევრი მუშაობაა საჭირო საკუთარ თავთან და ა.შ

ამპარტავანი როინ აბუსელიძე:

იცით სასაცილო კითხვაა, მე თქვენს ადგილას არც დავსვამდი, რა თქმა უნდა დავრჩები, პოეზიაშიც და იუთუბზეც, ერთხელ ვისაც მოუსმენია ჩემი ლექსი ყველა მასე ფიქრობს და თქვენ ეგ კითხვა რატომ დაგებადათ არ მესმის, ალბათ ახალი გაზეთი რომ ხართ მაგიტომ და გამოცდილებაც ნაკლებია.

2. \"ჩემი ნენე და დედაშენი\" ეს იყო ლექსი ხალხმა რითიც გაგიცნოთ, რას გვეტყვით ამ ლექსზე, ვისზე ან რატომ დაიწერა?


თავმდაბალი როინ აბუსელიძე:

ეს ის ლექსია, მიუხედავად იმისა, ხალხს მოწონს თუ არა (ყველას თავისი შეხედულება აქვს), როინ აბუსელიძეს რომ უნდა დაეწერა. თუ რამ დამაწერინა, არ მინდა გავიხსენო, ამიტომ თავს შევიკავებ. რაც ქალების ჩაცმულობას და ქცევებს ეხება, მაქვს იდეალური სახე აღებულ ერთ ტიპაჟში, მეორეში კი – ჩვეულებრივი თანამედროვე ქალია დახასიათებული. აქვე მინდა მკითხველის საყურადღებოდ ვთქვა, რომ დედაჩემიც იმ მეორე თანამედროვე სახეს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე პირველს, მაგრამ ეს ლექსი კონკრეტულ ადამიანებსა და ქალებზე არ დაწერილა, უფრო საზოგადოა ვგონებ, ჩემი დღევანდელი გადასახედიდან.


ამპარტავანი როინ აბუსელიძე:

ეს ლექსი ეძღვნება იმათ ვინც თავის თავზე ღებულობს, მე არ მეთაკილება მაგ ლექსის წაკითხვა და ასი წელი წავიკითხავ იქ სადაც გამიხარდება, ალბათ გულზე მოხვდათ ზოგ-ზოგიერთებს და მაგიტომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი, რაც მე მაგალითად საერთოდ არ მაინტერესებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ისეთი დედა რომელშიც ყველა ეს თვისებაა თავმოყრილი რაც ლექსშია დედა არ არის!


3. თვლით თუ არა რომ დღეს საქართველოში თქვენი თაობის პოეტებისგან გამოირჩევით და ყველაზე კარგად წერთ?

თავმდაბალი როინ აბუსელიძე:

ალბათ ყველა პოეტი გამოირჩევა თავისი აზრით სხვებისაგან, მაგრამ ყველაზე კარგად ვწერდე ნამდვილად არ ვფიქრობ, არ არის პოეზია შეჯიბრი, მე იმას ვწერ რაც მეწერება და ეგ არის. აქვე დავსძენ რომ დღეს საქართველოში არიან ძალიან კარგი თანამედროვე პოეტები.


ამპარტავანი როინ აბუსელიძე:

მაგას არ შემეკითხებოდით იუთუბზე რომ მნახველების რაოდენობა გენახათ ჩემს ლექსზე. 464345 ადამიანი თუ ცოტაა და თქვენ ყოჩაღ. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქართულ კლიპსაც კი ამ რაოდენობის მნახველი ჰყავდეს. რა თქმა უნდა ყველაზე კარგად ვწერ. უფრო მეტსაც გეტყვით, ყველა ლექსს ყველა ლექსზე კარგად ვწერ.

4. რას აკეთებთ თავისუფალ დროს? როგორია თქვენი ცხოვრების ერთი დღე?

თავმდაბალი როინ აბუსელიძე:

თავისუფალი დრო ძალიან ბევრი მაქვს, იქედან გამომდინარე რომ არ ვმუშაობ, ამ ბოლოს ალკოჰოლზე დამოკიდებული გავხდი და ეს მაღიზიანებს, აუცილებლად შევცვალო უნდა დღის განრიგი. სხვა რაც შემიძლია გითხრათ ის არის რომ ვწერ, ვკითხულობ და ვერთობი კომპიუტერული თამაშებით.


ამპარტავანი როინ აბუსელიძე:

თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს, დილით პირველზე ვიღვიძებ და ეგრევე კომპიუტერთან ვჯდები, ვთამაშობ პეს 2012-ს და ყველას ვანადგურებ, ამ ბოლოს კალათბურთშიც მასე ვარ. საღამოობით ხან ვინ მირეკავს ხან ვინ, მეპატიჟებიან რესტორნებში (სადაც სულ თამადა ვარ) და დილამდე მიდის ქეიფი, ქართული ქეიფი როგორიც მე შემეფერება. ასე რომ თავისუფალი დროის ნაკლებობას განვიცდი.

5. რამდენად რელიგიური ხართ?

თავმდაბალი როინ აბუსელიძე:

რელიგიური ვარ, მაგრამ არ ვთვლი რომ იდეალური მართლმადიდებელი
გახლავართ, იქედან გამომდინარე რომ ვერ ვიცავ წესებს რომლებიც შემიძლია
დავიცვა და ვზარმაცობ.

ამპარტავანი როინ აბუსელიძე:

ძალიან რელიგიური ვარ, შარშან ვმარხულობდი კიდეც, წელს უბრალოდ ვერ ვახერხებ რადგან სულ რესტორნებში მიწევს სიარული და გული ვერ უძლებს რომ არ ვჭამო არასამარხო კერძები.

6. როგორი მეუღლე და მამა ხართ?

თავმდაბალი როინ აბუსელიძე:

ვთვლი რომ ნორმალური, ასევე ძალიან ინტიმურად გამომდიოდეს შეიძლება მაგრამ აქაც სოციალურ მდგომარეობას მივაწერდი ჩემს საკმაო პასიურობას ამ ორ კომპონენტში, თუმც ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, ჩემს თავზე ბევრად მეტადაც კი.

ამპარტავანი როინ აბუსელიძე:

იდეალური, ხელის გულზე ვატარებ ჩემს ოჯახს, ქუჩაში რომ გვხედავენ ჩვენს მხარეს გადმოდიან და ავტოგრაფებს გვართმევენ, ყველაზე მაგარი მეოჯახე ვარ ჩემი აზრით.


7.რას გაურითმავდი სიტყვას \"ნაცარი\" -?

თავმდაბალი როინ აბუსელიძე:

ტაძარი, რაც არი და ა.შ

ამპარტავანი როინ აბუსელიძე:

საცვალი (ხარხარებს)

8. დაგვისახელეთ თქვენი საყვარელი ავტორები.

თავმდაბალი როინ აბუსელიძე:

იცით ძალიან ბევრი საყვარელი ავტორი მყავს, მაგრამ გალაკტიონი და გორგილაძე განსაკუთრებით ახლოს არიან ჩემთან, ვერ გამოვდივარ მათი გავლენიდან დღესაც, როგორც წერით ასევე ხასიათით.

ამპარტავანი როინ აბუსელიძე:

იცით მიჭირს ასე დასახელება, რაც დრო გადის არავინ აღარ მომწონს თითქოს, ვფიქრობ რომ დრო ჩამოვიტოვე უკან და დღეს აღარ ვკითხულობ არცერთ ავტორს, ჩემს ნაწერებს უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ ვიდრე სხვისას.

9. დაგვისახელეთ თქვენი საყვარელი ფილმი, მსახიობი, სპორტსმენი და იდეალი.



თავმდაბალი როინ აბუსელიძე:

\"ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა\" ჯეკ ნიკოლსონი და ჯონი დეპი. ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო. იდეალი მამაჩემი.


ამპარტავანი როინ აბუსელიძე:

ბარემ ჰობიც მკითხეთ და სიმპათია ანტიპათიაც, მეგობრობის დღიურიდან ამოწერილ კითხვებს არ ვპასუხობ...


10. და ბოლო შეკითხვა - რას უსურვებდით ჩვენს გაზეთს, რას იტყვით ჩვენზე? შედგა თუ არა ინტერვიუ?

თავმდაბალი როინ აბუსელიძე:

მგონი კარგი გამოვიდა, თქვენს გაზეთს ვუსურვებდი წინსვლას და ძალიან ბევრ კარგ რესპოდენტს. უფალი გფარავდეთ.

ამპარტავანი როინ აბუსელიძე:

ვუსურვებდი კარგ კადრებს, უფრო დახვეწილ შეკითხვებს და ნორმალურ გარემოს. გმადლობთ.
.
.
ინტერვიუ როინ აბუსელიძესთან და როინ აბუსელიძესთან ჩაწერა როინ აბუსელიძემ.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    საინტერესო იყო :) ჰესეს @ტრამალის მგელი@ გამახსენდა
    ბევრი ვიცინე და ორივე ძალიან საინტერესო ადმიანია,მაგრამ თავმდაბალი ჯობია მაინც)))
    თუ ეს შინაგანი ბრძოლა არ არის ორ მეს შორის, და უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია, მაშინ კარგია, მაგრამ მე მგონია რომ ასეთი სეხნიები ნამდვილად არსებობენ ერთ სხეულში
    შეიძლება სახალისო წასაკითხია მაგრამ ამ ადამიანს ლექსის წერა 100%–ით უკეთესად შეუძლია და გამოსდის... პოეზიაში უმაგრესიაა
  • 16
  • ხატია ჩიხლაძე
  • 2012-09-07 18:14:31
  • :დ :დ მომეწონა :დ
  • 15
  • უმა თურმანი
  • 2012-08-03 12:26:45
  • ისე, საინტერესოა სამი როის ნახვა ერთად, ჰაჰაჰა. სახალისო იყო, როგორც ტარიელ ჭანტურია ამბობს: ნეტა მომასწრო შენ კლონირებას, რატო უნდა იყო შენ ერთიო, არა? საინტერესო ჩანაფიქრია.
    ორივე არა, მარა, ერთი ამათგანი მეცნობა საღაციდან. ისე ეგენი სეხნიებია?
    7-ე კითხვაზე და პასუხზე გამეცინა.

    +2
  • 12
  • ზაზა გაბეჩავა
  • 2012-03-13 13:24:24
  • კარგი ინტერვიუა:))) ზედმეტი ხარჯების და სხვა ადამიანების შეწუხების გარეშე :))))
    ორიგინალურია :)
  • 10
  • შენი_ანი :)
  • 2012-03-09 20:58:42
  • :)))))) +++
  • 9
  • მაია ღლონტი
  • 2012-03-09 14:04:39
  • არა მარტო "ჩემი ნენე და დედაშენი"–თქვენი ბევრი სხვა ლექსიც ადასტურებს,რომ საქართველოს ჰყავს რ–ო–ი.(შეიძლება,დიდი პოეტი არ ვიყო,მაგრამ,მერწმუნეთ,შესანიშნავი მკითხველი ვარ და ასეთი რამეები მე არ მეშლება!)
  • 8
  • ლევან დევაძე
  • 2012-03-09 03:20:39
  • მე–7 კითხვა გლიჯავს :)))))))))
    კარგად ვიხალისე ბნამდვილად:D
    იმიტომ რომ რ__ო__ი ხართ,ნამდვილად ვერ მოგეპირფერებით. :) თქვენი იუმორისტული ინტერვიუ საკუთარ თავთან, ღიმილით დავიწყე და...რატომღაც სერიოზულად დამესრულა:(
    აი "ჩემი ნენე და დედაშენი"-ს დაწერის გამო,პოეზიაში ნამდვილად არის თქვენი ადგილი.
    ;დ;დ;დ;დ;დ;დ;დ; ;დ;დ;დ
  • 4
  • ზვიადაძე ანა
  • 2012-03-08 23:25:24
  • ბევრი პასუხი მომწონს "ამპარტავანი" აბუსელიძის გაცემული :)
  • 3
  • რ_____ო_____ი
  • 2012-03-08 23:25:03
  • :)))))))))))))))
  • 2
  • ცისკიდურელი
  • 2012-03-08 23:22:13
  • როი.. :DDDD აი ისე გულიანად ვიცინე ამ საღამოს!! ისე თავმდაბალიც და ამპარტავანიც კარგი ხარ!! :))
  • 1
  • ლევან დევაძე
  • 2012-03-08 23:08:18
  • :D :D :D :D :D :D :D :D