ბანზე ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2012-03-14 23:28:40
132/13

ვისიზმრე ჩემი სწორფერი,
მუხლზე ვაფენდი სამყურებს.
ვზი დარდით გადანაფერი,
მის სავალ ბილიკს გავყურებ.

ჭერხოს ფარ–ხმალი ჰკიდია,
ნაქონი მამა–ბიძათა,
არ მოვა - გულსაც დავიცემ,
იტყვიან: სხვას რას იზამდა?!
ჭკვემოკლე ქალაი იყო,
ერთ ღამეს ვერ დაიცადა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 12
  • ფლე-ში
  • 2012-03-17 23:12:15
  • ძალიან კარგი ლექსია, კარგი კი არა, მაგარი.
    ძალიან კარგი ხარ ნინო, კარგი კი არა, მ ა გ ა რ ი!
  • 11
  • ნინო ქოქოსაძე
  • 2012-03-17 15:53:42
  • მადლობა მკითხველს.

    ნათია, რაც შენს ზემორე კომენტარში წავიკითხე, მაგ "თავხედობას" პოეტისთვის - სიყვარულის ახსნა ჰქვია:)
    გამომიცდია...მე ძალიან მიყვარს ლია სტურუა და სულ მგონია - ყველაფერი ვიცი მასზე:) ცხადია, ლექსებიდან გამომდინარე. პირადად მხოლოდ ორჯერ მისაუბრია მასთან.
    მაგას კიდევ ჰქვია - ნდობა, რომელიც ყველაზე ნიშანდობლივია სიყვარულისთვის. ნდობა - ავტორისადმი.

    გაიხარე.
  • 10
  • ნათია პაპიძე
  • 2012-03-17 01:48:11
  • ტრაგედია ჩანს უფრო აქ. ვერ ჩავთვალე რომ სადაა.


    რატომღც მგონია, შეიძლება თავხედობაა ჩემი მხრიდან,მაგრამ მაინც მგონია, რომ ყოველთვის ვხვდები ხოლმე, "რა იტკინა" ამ გვერდის მასპინძელმა თითოეული ნაწერის შექმნისას.
    ვეთანხმები "იმერელს", სადაა და კარგი. + და წარმატებები.)
  • 8
  • იმერელი
  • 2012-03-16 01:22:39
  • აუ რა კარგი რამეაა... რა სადაა და უკვე მერამდენედ მეკითხება...
    ვაკეთებ არალიტერატურულ განცხადებას საკუთარ გვერდზე:)

    სადაც წავაწყდები არასუფთა დამოკიდებულებას პოეზიისადმი. იქნება ეს საბავშვო ბაღიდან დაწყებული მოხუცთა თავშესაფრით დამთავრებული; უბრალო ინტერნეტ კონკურსიდან წლის მთავარ ლიტ.მოვლენამდე. ყველგან! ყველა საიტზე! მიუხედავად იმისა რა ზიანს მოვუტან საკუთარ თავს და გაიცინებს ვინმე თუ იტირებს, დავკარგავ თუ შევიძენ მეგობრებს, აუცილებლად შევეწინააღმდეგები.

    პასუხი შეკითხვაზე "რა გრჯის?"

    აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ შემიძლია!
    ჩემს წილ სარეველას მაინც ამოვთხრი:)
    ნორმალურია

    +
    მუხლზე ვაფენდი სამყურებს :)))))))))

    სასიამოვნო ლექსია აშკარად :)

    +3
    ეს არის ერთი, მართლაც უბრალო და უპრეტენზიო ლექსი მთის მოტივზე. სამწუხაროა, რომ ამ "გაუგებრობაში" მაინცდამაინც ეგ მოყვა.

    მივესალმები მკითხველს, რომელიც მხოლოდ ლექსთან რჩება პირისპირ და არ იყენებს მას, როგორც სამაგიეროს გადახდის ობიექტს:)
    უბრალოც უნდა იყოს
  • 2
  • ა__ჩ__ი
  • 2012-03-14 01:35:31
  • რითმები ძალიან უბრალო!

    -
    მომეწონა ლექსი და დავაპლიუსე