ემიგრანტობა მართლაც ჭირია ლიპო ლიპარტელიანი
გამოუქვეყნებელი
2012-03-15 18:45:46
14/1

ნინია გალფხანს



უმამულობა დიდი ჭირია,
დიდი ტკივილი,არის სიშორე.
უნდა გავუძლოთ,ჩემო ნინია.
ალბათ სულ მალე,ჩვენც მოვიშორებთ,
ამ სამარცხვინოდ შეხსნილ იარას,
რომ არ ვიხორცებთ ჩვენივე ნებით.
რამდენმა ქარმა გადაიარა
ჩვენს თავზე,მაგრამვერ ვსუნთქავთ შვებით.
ვერ ვსუნთქავთ,რადგან ფილთტვები დასკდა,
მონატრებიათ ქართული ჰავა.
კი გვიგროვდება რითმები დასტად,
მაგრამ,ჩვენი დრო უჩვენოდ წავა.
ვიცი,შენც ჩემებრ ფიქრობ დაია,
რომ არც ჩვენში დის ღელედ იქორი.
ვგავართ უფრთებო ჭიამაიას.
საქართველოა ჩვენი სტრიქონი.
ემიგრანტობა მართლაც ჭირია.
თავზე, რომ გადგას ცულით ჯალათი.
ჩვენ ფრთებს ვიპოვით ჩემო ნინია,
უნდა ვიფხიზლოთ,ჩემო ნინია,
არდაბრუნება,არის ღალატი.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 1
  • ა__ჩ__ი
  • 2012-03-19 02:19:23
  • რითმები სუსტია, თან ზოგიერთი გაცვეთილიც კი...

    შეუფასებლად!