მთაში დასახლება მინდა ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-04-21 01:42:21
122/6

წვიმაა,ქალაქი ნაფეხურს ირეცხავს,
წიხლნაკრავ სილურჯეს ირჩენს.
მარტია,თეთრგულა მერცხალმაც იმერცხლა,
ბუდისთვის შენობას ირჩევს.
ასფალტზე აგროვებს ნაწვიმარ ტალახს და
ვაი რომ არ არის მიწა.
სოფლად ეკლესიაც კი აგვიბალახდა,
ჭრიჭინა ნასახლარს იცავს.
ჭერი ჩამოიქცა,ძაღლი გაიტრუნა,
ქალაქში გამორბის ყველა.
შენ რა დააშავე სტუმარო ჩიტუნავ,
სოფელს თუ სჭირდება შველა?!
მალე გაიცლება სულელი ზაფხულიც,
დროა გამგებელი ყოვლის.
ზამთარს ელოდება,ოდა დაზაფრული,
კერას გაუთეთრებს თოვლი.
სულს ღაფავს,ინგრევა უკაცო სოფელი,
თოფებს მოენატრათ ტყვია.
მოდაა ასეთი რომ ეკალმოფენილ
საფლავსაც,შედევრი ჰქვია.
წვიმაა,ქალაქი იარას იშუშებს.
იქ მთებში შავდება ღელე.
ქალაქი მერცხალსაც როგორმე იგუებს,
სოფელს რაღა დარჩეს მერე?!
რჩება მოლოდინი,კაცის და ფანტელის,
მომავალს გაჰყურებს ფინთად.
თუ ქალაქს მოვირჩენ,ამ მძორებგატენილს,
მთაში დასახლება მინდა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კარგი ლექსია. მომეწონა
  • 5
  • ნათია პაპიძე
  • 2012-05-03 11:56:46
  • ლიპო, კარგი ბიჭი ხარ შენ,ამ ლექსში ჩადებული აზრისთის.
    მთელი ლექსი ისე ჩავიკითხე, რომ ერთდერთი სიტყვა "შემზიზღდა" – "ფინთად". აი, შემზიზღდა წაკითხვისთნავე.


    საერთოდ, ვფიქრობ, ხელის შევლება უთუოდ წაადგებოდა ლექსს.

    ანუ, არაა ეს ის მაქსიმუმი, რასაც შენგან უნდა ველოდეთ.
    რაღაც მომენტებში ძალიან მომეწონა და დავიძაბე, მერე მესუსტა და მოვდუნდი:):)... საბოლოო ჯამში ცუდი არ არის...)) წარმატებები:*))
  • 3
  • ბექა ყორშია
  • 2012-04-21 10:05:48
  • რითმა-ნორმალურზე ოდნავ დაბლა...
    იდეაფიქსი- შესანიშნავი
    წერის ტექნიკა- ნორმალური
    წარმატებებს- გისრუვებ :დ :)
  • 2
  • ა__ჩ__ი
  • 2012-04-21 01:20:12
  • არის ლექსში შარმი...

    +1
  • 1
  • რ_____ო_____ი
  • 2012-04-21 01:07:22
  • იმდენად ძლიერი და სუსტი რითმებია რომ დავიბენი :)

    ლექსი მომეწონა.

    +2